„მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ კოტე გოგელიას და ეთერ გადაბაძის მედია შანტაჟს“ - გია გაჩეჩილაძე
პოლიტიკა - 19:35, 17 Feb, 2016     1896
გია გაჩეჩილაძე ,,მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"მაესტროს" ყოფილი დირექტორი, ეთერ გადაბაძე და კრედიტორი, კოტე გოგელია აგრძელებენ მედია შანტაჟს და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, თითქოს მათ სურთ "მაესტროს" რეაბილიტაცია და ძმები გაჩეჩილაძეები ამ პროცესს აფერხებენ.

ფაქტები კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს: გადაბაძის დირექტორობის პირობებში, კოტე გოგელიას მართულ "მაესტროს" დაუგროვდა ვალები. გადაბაძემ ვერ მოახერხა საქმიანობის ისე წარმართვა, რომ "მაესტრო" ყოველთვიურად დამოკიდებული არ ყოფილიყო გოგელიას „გულმოწყალებაზე“. გადაბაძემ 100% დამფუძნებელთა ნების საწინააღმდეგოდ 2015 წლის 18 სექტემბერს მიმართა სასამართლოს გაკოტრების (რეაბილიტაციის გამომრიცხველი) მოთხოვნით, რაც უკანონოდ ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ. გადაბაძემ დამფუძნებელთა დაუკითხავად, 2014 წლის 24 ოქტომბერს, გააჩუქა "მაესტროს" ყველაზე ფასეული აქტივი - მისი სახელი, რომელიც "მაესტროზე" (და არა მის რომელიმე დამფუძნებელზე) იყო რეგისტრირებული საქპატენტში 2011 წლიდან. გადაბაძე ახლა კოტე გოგელიას დღის წესრიგს აღასრულებს, რომ როგორმე გააკოტროს "მაესტრო," რის შედეგადაც გოგელია ხელში ჩაიგდებს "მაესტროს" მთელ აქტივებს, ხოლო "მაესტროს," როგორც დამოუკიდებელი ტელევიზიის, 2002 წლიდან არსებული ისტორია წარსულს ჩაბარდება.

ჩვენი მოქმედები და არა ჩვენი სიტყვები მეტყველებს "მაესტროს" გადარჩენის სურვილზე, პირველად 2015 წლის 3 სექტემბერს წერილობით შევთავაზე გოგელიას "მაესტროს" მართვაში გადმოცემა და კომპანიის ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტია. 2015 წლის 20 ოქტომბერს დავიწყე სასამართლო დავა "მაესტროსთვის" სახელის დაბრუნების მოთხოვნით, წელს კი შევიძინე "მაესტროს" საკონტროლო პაკეტი ერთადერთი მიზნით, შემეცვალა არაეფექტური მენეჯმენტი და დამენიშნა დირექტორი, რომლის პირველი ნაბიჯი იქნებოდა "მაესტროს" მიზანმიმართული გაკოტრების პროცესის შეჩერება.

გაურკვეველი მიზეზების გამო, ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორად არ დარეგისტრირდა. დღეს კი ვითხოვ 19 თებერვლის "მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადებას ლევან გაჩეჩილაძეს დირექტორად დარეგისტრირებამდე, რადგან კრებაზე "მაესტროს" ინტერესები უნდა დაიცვას მისმა დირექტორმა და არა კრედიტორის დავალებების შემსრულებელმა პირმა, რომელსაც თავი კვლავ "მაესტროს" „დირექტორად“ მიაჩნია.

„მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ კოტე გოგელიას და ეთერ გადაბაძის მედია შანტაჟს. ვაგრძელებთ ბრძოლას "მაესტროს" გადასარჩენად“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42