საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა
პოლიტიკა - 19:12, 17 Feb, 2016     1177
საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება, ბათუმის პორტის დატვირთვის ზრდა და თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერის, ბაკიტჟან საგინტაევის შეხვედრის მთავარი თემები.

ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერის სპეციალური ვიზიტი საქართველოში, დავოსში საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას დაიგეგმა.

„ვისაუბრეთ მეტი ყაზახური ტვირთის მოზიდვისა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გზებზე; თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნებასა და ამის წინაპირობებზე, ასევე - იმ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე, რომლებიც არსებობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოტენციალი ავითვისოთ. ისინი, საქართველოსთან მიმართებაში, ემოციურად ძალიან დადებითად არიან განწყობილნი და ეს დადებითი განწყობა ჩვენ ახალ ინვესტიციებად უნდა ვაქციოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, რისთვისაც ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.

ბაკიტჟან საგინტაევის განცხადებით, მხარეებმა ასევე განიხილეს ბათუმის პორტსა და „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებული საკითხები. როგორც ყაზახეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, „ყაზტრანსგაზის“ თემაზე ყაზახეთის მთავრობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42