"კარგია, რომ აფხაზეთი არ ჩავაბნელეთ" - ოკუპირებული რეგიონის მომარაგება რუსეთის გარეშეც შეიძლებოდა
პოლიტიკა - 18:19, 17 Feb, 2016     1477
ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლევან ფავლენიშვილი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თბილისმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგია შეიძინა.

რაც შეეხება რუსეთიდან შეძენის საკითხს, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლა ISET-ის ექსპერტმა "ნიუპოსტს" უთხრა, მთავრობამ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.
"რატომღაც მგონია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისი რუსეთიდან ყიდულობს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიას. დღეს რატომ მოხდა ამის აფიშირება ნამდვილად არ ვიცი. ჩემი აზრით, არსებობს გარკვეული შეთანხმება, რომ საქრთველომ ენგურჰესიდან უნდა მიაწოდოს ელექტროენერგიის გარკვეული პროცენტი. გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 40 %. როგორც ჩანს, საქართველომ ვერ უზრუნველყო ელექტროენერგიის მიწოდება და დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ელექტროენეტგიის შეძენა რუსეთიდან შეძენილი ელექტროენერგიით გადაწყდა. ეს ფაქტი სულაც არ არის კრიტიკის ღირსი. კარგია, რომ არ ჩავაბნელეთ აფხაზეთი, რომელშიც საქართველოს იურიდიქცია არ ვრცელდება, თუმცა ის ჩვენი ქვეყნის ნაწილია"- აღნიშნა ექსპერტმა.
ლევან ფავლენიშვილის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთის გარეშეც შეიძლებოდა, თუმცა ქართულმა მხარემ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.
"შეგვეძლო, თურქეთიდან ან ირანიდან გვეყიდა ელექტროენერგი.ა თუმცა, საქართველოს ბიუჯეტს ეს გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა. რუსეთიდან კი გაცილებით იაფად მოხდება ელექტროენერგიის შეძენა"- აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები რუსეთისგან თბილისმა შეიძინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42