კახა კალაძემ აღნიშნა, რომ წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრო მომარაგების საკითხი, რადგან შემოსული წყლის რესურსის მცირე რაოდენობამ, ვერ უზრუნველყო ენგურის ვარდნილი ჰესების მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება.
"პრობლემის გადაწყვეტისა და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსთიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც პრობლემა მეტნაკლებად დარეგულირდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყეტის საკითხი გაცილებით რთულია და საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს."- განაცხადა კახა კალაძემ.
"ნიუპოსტი" დაინტერესდა რა რაოდენობს ელექტროენერგიის მოცულობა შეიძინა საქართველომ რუსეთისგან და რა თანხა გადაიხადა ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებული აფხაზეთში არსებული ელექტროენერგიი დეფიციტის შესავსებად.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს, ინფორმაცია რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები რუსეთისგან თბილისმა შეიძინა. თუმცა კალაძის უწყებაში შეძენილი ელექტროენერგიის მოცულობაზე და თანხაზე არ საუბრობენ.
„შეგვიძლია დავადასტიროთ, რომ თბილისმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტრონერგია რუსეთისგან შეიძინა, სხვა დეტალებზე ამ აეტაპზე პასუხს ვერ გაგცემთ“- უთხრეს „ნიუპოსტს“ ენერგეტიკის სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






