ამ დროისთვის კომისიაში 11 წევრია:
ზვიად ქორიძე- ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე
ლია მუხაშავრია- იურისტი, უფლებადამცველი
ეკა გიგაური- „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქარ-თველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი- მწერალი, დრამატურგი
რევაზ კიკნაძე- სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატო-რიის რექტორი
კონსტანტინე ჯანდიერი- მწერალი
უჩა ნანუაშვილი- საქართველოს სახალხო დამცველი
გივი შაჰნაზარი- მწერალი
მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი
ნონა გაფრინდაშვილი- ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
ზაზა ფირალიშვილი- ფილოსოფოსი, პროფესორი.
შეწყალების კომისიის ფუნქცია პატიმართა საქმეების განხილვა და პატიმართა შესახებ პრეზიდენტისთვის რეკომენდაციის მიწოდებაა, იმისთვის, რომ მათ სასჯელი შეუმსუბუქდეთ ან ვადაზე ადრე დატოვონ სასჯელარსრულების დაწესებულება.
მასალის გამოყენების პირობები






