„ქვეყნის პატრიოტები ახალაია, უგულავა და მერაბიშვილი, თქვენი დახმარებით ციხეში არიან“- აზერ სულეიმანოვი
პოლიტიკა - 16:43, 17 Feb, 2016     4391
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ ისაუბრა.
"რამდენიმე დღის წინ თქვენს მიერ ამნისტირებულმა ქვეყნის მტერმა ჩახალიანმა სეპარატისტული განცხადება გააკეთა, საქართველოს თურქეთიზაციის და აზერბაიჯანიზაციის შესახებ. ეს მისი პირველი განცხადება არ არის. მან განცხადება სპეციალურად იმ დღეს გააკეთა, როცა მსოფლიოს აზერბაიჯანული მოსახლეობა აზერბაიჯანელი ხალხის ხოჯალოს გენოციდს გლოვობს. ზუსტად 24 წლის წინ, 25 თებერვალს, ერთ ღამეში, ჩახალიანის მსგავსმა სეპარატისტებმა რუსულ ჯარებთან ერთად ერთი ქალაქის აზერბაიჯალნული მოსახლეობა დახოცა – ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები. სამწუხაროდ, მსოფლიო საზოგადოებამ ამ გენოციდს საკმარისი შეფასება არ მისცა. ბატონო დავით, ზუსტად თქვენი გუნდის დამსახურებაა, რომ ჩახალიანის მსგავსი სეპარატისტები, ქვეყნის მტრები და მოღალატეები თავისუფლებაზე არიან. ამ დროს, ვინც ჩვენი ქვეყანა ააშენა, ქვეყნის პატრიოტები ახალაია, უგულავა და მერაბიშვილი, თქვენი დახმარებით ციხეში არიან. მჯერა, რომ საქართველო იქნება გაერთიანებული, ისევე როგორც აზერბაიჯანი. ყარაბახი ისევ აზერბაიჯანის ტერიტორია იქნება და ეს რუსული ტანკების და ჩახალიანის მსგავსი სეპარატისტების გარეშე მოხდება. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ – როგორც ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი. მე, როგორც აზერბაიჯანელი, ასევე ქართველი ვარ და საქართველოა ჩემი სამშობლო. პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გთხოვთ ამ სეპარატისტულ განცხადებებს ყურადღება მიაქციოთ და ამ ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინოთ", - განაცხადა სულეიმანოვმა პარლამენტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42