თქვენი მთავარი ლიდერი დარბის ტყეში, თხრის ხეებს და საკუთარ ეზოში გადარგვას აპირებს - ნუგზარ წიკლაური
პოლიტიკა - 16:38, 17 Feb, 2016     1845
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური „ქართული ოცნებას“ დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
„თქვენ ბრძანდებით ის პარტია, რომელმაც აულაგმავი პოპულიზმით გადაწყვიტა ქართველი ხალხის გამასპინძლება და დაპირდა ისეთ რამეებს, რომელთა მეათედიც კი არ შეუსრულა ჩვენს ხალხს, საუბარი ახლა იმაზე რომ კახელი გლეხების და არა მარტო გლეხებზეა აქ საუბარი, ვინმე პოპულისტობს აქ, არის სრულიად გადამეტებული და არანაირად სინამდვილეს არ შეეფერება. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მთელს კახეთში დენის და გაზის გაძვირება ამ გაუსაძლისი ვითარების დროს, არის მხოლოდ პოპულიზმი, ეს ნიშნავს იმას რომ იმ ეს ხალხი ამორიცხეთ თქვენ იმ ადამიანთა ნუსხიდან, რომელზეც ზრუნვა გევალებათ. ისევე როგორც ამორიცხეთ საქართველოს სხვა კუთხის მაცხოვრებლებიც, რომლებსაც პირდებოდით ბედნიერების მთებს და არაფერი ამ დაპირებათაგან არ შეასრულეთ. სწორედ ეს მიუთითებს სახელმწიფო ხედვის ნაკლებობაზე თქვენი მხრიდან. თქვენი საუბრები იმაზე, როცა ჩვენ ხელისუფლებას აკრიტიკებდით იყო თითოქოს ჩვენ რაღაც ახირებულები ვართ. ოღონდ ჩვენი ახირებები იყო დაკავშირებული სიღნაღის აღმშენებლობასთან, ლაზიკას პორტის შენებასთან, იუსტიციის სახლების გახსნა, ახალი ავტობანების გახსნა, ჩვენი ახირებები იყო საქართველოს სრულიად სხვა ქვეყნად გადაქცევა,მაგრამ ახლა ვიკითხოთ, აი ამ ფონზე რა არის თქვენი ახირებები? თქვენი ახირებაა ის, რომ თქვენი მთავარი ლიდერი , რომელიც გყავთ არის დაკავებული იმით, რომ დარბის ტყეში,თხრის ხეებს და აპირებს ამ ხეების საკუთარ ეზოში გადარგვას. დავფიქრდეთ რომელი ახირება უფრო უმჯობესი არის, ის რომ აშენებდე ქვეყანას საფუძველს უყრიდე ქვეყნის განვითარებას თუ ის რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობდე რას ამოთხრი და რას მიიტან სახლში?! ეს იყო განა „ქართული ოცნების“ დაპირებები?" - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42