კახა კახიშვილმა საპატიმროში ახალგახსნილი პურის საცხობი და მაკარონის საწარმო დაათვალიერა
პოლიტიკა - 16:37, 17 Feb, 2016     2274
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ახალგახსნილი პურის საცხობი და მაკარონის საწარმო მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პურის საცხობი და მაკარონის საწარმო თავისუფლებაშეზღუდულ პირთა დასაქმების მიზნით გაიხსნა. სამუშაოზე თავისუფლებაშეზღუდული პირების შერჩევა წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით განხორციელდა. ამ საწარმოებში დამზადებული პროდუქციის რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში ხდება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტები გაფართოვდება. მინისტრს დაგეგმილი აქვს საქართველოს მთავრობას წარუდგინოს პროექტი, რომლის თანახმადაც, დაწესებულებაში გაკეთებული ან გამოშვებული პროდუქციის შესყიდვის უფლება, ტენდერის გარეშე, თავად სამინისტროს მიეცემა. კახა კახიშვილის თქმით, ეს საჭიროა ბიზესსექტორის წახალისებისთვის, რათა სხვადასხვა დაწესებულებში ასეთი ტიპის საწარმოები გაიხსნას.

„ახალგახსნილ საწარმოში დღეში 10 ათასი პურის გამოცხობაა შესაძლებელი. აქ დასაქმებულია 8 მსაჯვრდებული, რომლთა ხელფასი დღეში 17. 50 ლარია. მაკარონისა და ვერმიშელის საწარმოშიც, ასევე, 8 მსჯავრდებულია დასაქმებული და მათი ყოველდღიური ანაზღაურება 15.50 ლარია. ეს ჩვენს რეალობაში, მართალია მცირე, მაგრამ მაინც შემოსავალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სასჯელს იხდიან. ასეთი პროექტები საშუალებას მოგვცემს, ის პატიმრები, რომლებიც დაბალ რისკს მიეკუთვნებიან, დავასაქმოთ. ეს მათ დაეხმარებათ, რომ დაწესებულებიდან შეინახონ ოჯახი და პირიქით, ოჯახს არ მოუწიოს მათი შენახვა დაწესებულებაში, რაც, სამწუხაროდ, დღესაც ხდება. გლდანის დაწესებულებას უკვე ეს პურის საცხობი საწარმო ამარაგებს. ასეთი ტიპის პროგრამებით ნელ-ნელა მოვახდენთ იმ მსჯავრდებულების ფილტრაციას, რომელთაც სურთ მუშაობა და დაბალ რისკს განეკუთვნებიან, იმ მსჯავრდებულებისგან, რომელთაც ქურდული მენტალიტეტი აქვთ, “ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

პურის საცხობი და მაკარონის საწარმოების გარდა, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ფუნქციონირებს სოციალური საწარმო. ამ პროექტის განხორციელება 2015 წლის იანვარში, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო. სოციალური საწარმოს პროექტი ორწლიანია და მისი ბიუჯეტი 98 500 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ხის გადამამუშავებელი საამქრო, სადაც 2 წლის განმავლობაში, 6 თვიანი შუალედით, სულ მცირე 25 ყოფილი ნარკომომხმარებელი პრობაციონერი, მიგრანტი ან პოტენციური მიგრანტი დასაქმდება. სოციალური საწარმოს ამოქმედებიდან დღემდე, უკვე 8 ბენეფიციარია დასაქმებული. ბენეფიციარები ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 350 ლარს იღებენ.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება 75-100 მსჯავრდებულისთვისაა გათვალისწინებული. ტერიტორიაზე განთავსებულია საცხოვრებელი კომპლექსი, სარეაბილიტაციო ცენტრი, ასევე, სპორტული მოედნები, ღია ეზო, შეხვედრების ოთახი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი, მაღაზია, კომპიუტერული კლასი, მოსასვენებელი ოთახი და ბიბლიოთეკა.

დაწესებულების ძირითად მიზანს მსჯავრდებულების საზოგადოებაში რეინტეგრაცია, რეაბილიტაცია და გათავისუფლებისთვის მომზადება წარმოადგენს. შესაბამისად, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულნი არიან პირები, რომლებსაც სასამართლო თავისუფლების შეზღუდვას უფარდებს, ასევე, მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვლებათ. მსგავსი ტიპის დაწესებულება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, თერჯოლაში შენდება.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ პირებს დღის განრიგის მიხედვით ერთმანეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება შეზღუდული არ აქვთ. შაბათ-კვირას მათ შეუძლიათ დატოვონ დაწესებულების ტერიტორია და წავიდნენ ოჯახებში. ასევე, შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ სხვადასხვა პროფესია და დასაქმდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42