„კახეთის მოსახლეობას ხელისუფლებამ 4 თეთრით გაუძვირა ელექტროენერგიის გადასახადი“- გიორგი ღვინიაშვილი
პოლიტიკა - 15:37, 17 Feb, 2016     1278
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა და ქართულ ოცნებას ძველ დაპირებებს შეახსენა.

,,როგორც ყოველთვის ამ მთავრობამ თავისი უგუნურობა გამოიჩინა. მეოთხე წლის ყველაზე რთულ გაზაფხულზე, კახეთის მოსახლეობას ხელისუფლებამ 4 თეთრით გაუძვირა ელექტროენერგიის გადასახადი. პირველი აპრილიდან კი 11 თეთრით გაუძვირდება მოსახლეობას ბუნებრივი აირიც. ამას აკეთებს ,,ქართული ოცნების" მთავრობა, რომელიც ბევრი მომხიბვლელი დაპირებებით მოვიდა ხელისუფლებაში. მათ შორის იყო ენერგოტარიფების გაიაფებაც. მთავრობამ მოახერხა ის, რომ გაზაფხულიდან 85 ათას ოჯახს გაუარესდება მდგომარეობა. ,,ოცნების" მთავრობას დაავიწყდა, მათი დაპირების მიხედვით რამდენი უნდა ყოფილიყო პენსია, სამუშაო ადგილები. შეიმჩნევა, რომ ჩვენი მთავრობა აბუჩად იგდებს კახელებს. გავიმეორებ, რომ წელს კახეთში იყო სამარცხვინო რთველი, სადაც ნამდვილად დასცინეს ქართველ ხალხს, სადაც ადამიანებს შესთავაზეს შეუსაბამო რთველის ფასი. კახეთში ძალიან ბევრმა მოგცათ ხმა და მათი დამსახურებაა თქვენ ხელისუფლებაში, რომ ხართ. მაგრამ თქვენ მათ უღალატეთ. ,,მაძღარ კაცს მშიერიც მაძღარი ჰგონია"- და ნუ ჰგონია თქვენს მთავრობას, რომ კახეთში ხალხი კარგად ცხოვრობს. ვხედავ, რომ პარლამენტში კახეთის არც ერთ მაჟორიტარს არ უთქვამს ამაზე არაფერი. შემოდგომაზე არჩევნებზე მოვა ხალხი და თქვენ საკადრის პასუხს გაგცემენ", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42