კანდელაკი: ქუთაისის აეროპორტი ბევრად უფრო დიდი მასშტაბით უნდა მუშაობდეს
პოლიტიკა - 14:59, 17 Feb, 2016     1518
ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ რამდენიმე ახალი რეისის გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მთავრობას ეს პროექტი დროულად რომ გაეგრძელებინა და მხოლოდ მისი ლანძღვით არ ყოფილიყო დაკავებული, ქუთაისის აეროპორტი დღეს ბევრად დიდი მასშტაბით უნდა მუშაობდეს.

„როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბის ქუთაისში ამუშავების იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და ხორცშესხმის ლობისტმა მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო შემდეგი: ცხადია, ახალი რამდენიმე მარშუტის გახსნა მისასალმებელია. მაგრამ მთავრობა - და პირადად ივანიშვილი - ამ პროექტის ლანძღვით რომ არ დაკავებულიყო და იგი გაეგრძელებინა დღეს ქუთაისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო ბევრად მეტი რეისი; მგზავრთა ნაკადი უკვე ასული უნდა იყოს დაახლოებით ორ მილიონზე (სხვათა შორის შარშან შემცირდა ნაკადი), 2013 წლის მაისიდან უნდა შემოსულიყო მსოფლიოს მგზავრთა რაოდენობით ყველაზე დიდი ავიაკომპანია „რაეინეარი,“ ამ სიკეთით უნდა ესარგებლა ბევრად მეტ ადამიანს და საქართველოს ეკონომიკაში უნდა შემოსულიყო ასეულ მილიონობით დოლარი. ეს პროექტი დაიწყო 2011 წელს და გაიხსნა 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. რომ არ დამთავრებულიყო მშენებლობა, კაცმა არ იცის გაიხსნებოდა თუ არა.

ვინ არის პასუხისმგებელი დაკარგულ წლებზე, შემოსავალზე და სამუშაო ადგილებზე? პასუხი ცხადია. დარწმუნებული ვარ, ახალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას წლევანდელი არჩევნების შემდეგ ჩაიბარებს, ქუთაისის აეროპორტსაც (რომელიც მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მემკვიდრეობად დარჩება) სრული მასშტაბით აამუშავებს და ქვეყნის წინაშე მდგარ ბევრ მნიშვნელოვან პრობლემასაც წარმატებით გადაჭრის.“ - აცხადებს კანდელაკი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42