დუისში სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში პანკისელი ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყო
პოლიტიკა - 14:43, 17 Feb, 2016     1661

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ პანკისელი ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობა სრულდება. მიმდინარე წლის 10 იანვარს ხეობაში თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი გამოთქვეს. რადგან საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა ამ დროისთვის უკვე შეწყვეტილი იყო, თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის ვადა ორი კვირით და მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის გაგრძელდა.

16 თებერვალს, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დაინტერესებული ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყეს. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის მსურველები, რეგისტრაციის შემდეგ ფსიქოლოგიურ შემოწმებას და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ. პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ ახალგაზრდები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან და 10 კვირის განმავლობაში საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში გადანაწილდებიან.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით 18-დან 35-წლამდე წვევამდელებს და იმ ახალგაზრდებს იღებენ, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42