სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმება შესაძლებელია,თუმცა არის ერთი რისკი - კახიშვილი
პოლიტიკა - 14:20, 17 Feb, 2016     3418
კახი კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმებას არ გამორიცხავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა სტრუქტურული ცვლილება შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს.

კახიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დღის წესრიგში სხვა უწყებების გაუქმებაც დადგეს.

"ის, რომ 2008 წელს იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულების გამოყოფა იმ მიზეზით მოხდა, თითქოს პროკურატურასთან ინტერესთა კონფლიქტი არსებობდა, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. სასჯელაღსრულების სისტემის გამოყოფით პროკურატურისგან დისტანცირება რეალურად არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მეც გაუქმების მომხრე ვიყავი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არსებობას დადებითი შედეგები მოჰყვა, იმისთვის რომ აღნიშნულ დარგს მყარი განვითარების საშუალება მისცემოდა. მართალია ძალიან ბევრ ქვეყანაში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ალბათ ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამაზე. მიმაჩნია, რომ დღეს ნამდვილად ვართ იმ დონეზე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე ვიფიქროთ.

ვფიქრობ, რომ სამინისტროს გაუქმება შესაძლებელია, თუმცა არის ერთი რისკი: როდესაც ის იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის ავტონომიის მინიჭება არ უნდა მოხდეს, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. მაშინ სამინისტროში სამინისტრო იყო. ამ მოდელით თუ წავალთ და იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახით უპორთფელო მინისტრი იქნება, ასეთ მოდელს არ ვეთანხმები. მაგრამ თუ სტრუქტურას კარგად დავალაგებთ, რატომაც არა. რაც უფრო შევკვეცავთ სახელმწიფო აპარატს მით უფრო ქმედითი გახდება სისტემა. ყველა ის სამინისტრო, რომელზეც ქადაგიძის მხრიდან საუბარი იყო, მაშინ შეიქმნა, როდესაც ავანგარდში იყო ხელისუფლება, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აქვს ბატონ ქადაგიძეს. ასე რომ თუ რამე პრეტენზიები იყო ამ სამინისტროს შექმნასთან დაკავშიებით, თავის დროზე რომ განეცხადები სანამ სტრუქტურა ჩამოყალიბდებოდა, კარგი იქნებოდა. მინდა გითხრათ, რომ წინა ხელისუფლების შეცდომებსაც გამოვასწორებთ და ის რაც გასაუქმებელია, ამასაც გავაკეთებთ, რომ ქმედითი სახელმწიფო აპარატი მივიღოთ. როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტრო ცალკე არსებობს, ხელმძღვანელის მხრიდან დარგის განვითარებას და რეფორმების გატარების უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. როდესაც ერთი ადამიანი, მინისტრის პორტფელით და პოლიტიკური წონით აღნიშნული დარგის განვითარებაზე მუშაობს შედეგი სულ სხვა იქნება და როდესაც ერთ-ერთ სამინისტროში, დეპარტამენტად არის, ის მეხუთე ხარისხო" - აღნიშნა მინისტრმა.

სებ-ის პრედიზენტი მიიჩნევს, რომ რამდენიმე სამინისტროს გაუქმება მკვეთრად გააჯანსაღებს საქართველოს ეკონიმიკას. მან ის სამინისტროები ჩამოთვალა, რომლის გაუქმებაზეც ხელისუფლებამ უნდა იფიქროს. რამდენიმე სამინისტროსთან ერთად, სიაში მოხვდა სპორტის, სასჯელაღსრულების და ევროინტეგრაციის სამინისტროები.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42