„უმძიმესი წუთები მიდგას...“ - ლაშა ღლონტის მამა გარდაცვლილი იპოვეს
სოც.მედია - 13:44, 17 Feb, 2016     31064

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ლაშა ღლონტი, სოციალურ ქსელში ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მისი ოჯახის ტრაგედიას და ამავე დროს წარსულის მოგონებას შეეხება. შეგახსენებთ, რომ ლაშას მამა, ბათუმში 10 თებერვალს შინიდან გავიდა და ოჯახი მას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა. სამწუხაროდ, 76 წლის თენგიზ ღლონტი გარდაცვლილი იპოვეს.

„მამის ძმაკაცი...

უმძიმესი წუთები მიდგას, ტრაგიკულად გარდაცვლილ მამას, რომლის ცხედარიც 5 დღის ძებნის შემდგომ წყალში ვიპოვეთ, ღამეს ვუთევ.
მახსენდება მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი.
უცებ, თითქოს არაფერ შუაში გონებაში ამოტივტივდა ერთი ისტორია: შეყვარებული ვიყავი და ჩემს მომავალ მეუღლესთან თეასთან ერთად ბათუმის ქუჩებში ვსეირნობდი. ერთერთ კაფეში მამაჩემის ძმაკაცი, ნუგზარ ჯაფარიძე შემხვდა. რომ დამინახა გოგოსთან ერთად, ფეხზე წამოდგა, თეას ხელზე ეამბორა, ერთი წუთითო გვითხრა და სადღაც გაუჩინარდა. 5 წუთში იგი თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგულით მოგვევლინა.
ამ ამბის მერე, იგი მალე გარდაიცვალა.
უკვე ძალიან გვიანია დილის 4 საათი. ვდგავარ მამის კუბოსთან მარტოდმარტო და მიხარია, რომ არ გამწირა უფალმა და ცხედარი მაინც ვიპოვე.
უცებ კარზე მორიდებული კაკუნის ხმა შემომესმა, მივედი და კარს უკან ბატონი ნუგზარის შვილი, ზალიკო იდგა.
,,უკაცრავად ლაშა შეიძლება მამათქვენს ფსალმუნი წავუკითხოო" იგი დილამდე იდგა მამაჩემის კუბოსთან და ჩუმად, თვალცრემლიანი ფსალმუნს კითხულობდა“- წერს ლაშა ღლონტი ფეისბუკის პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42