"საქართველოს საარჩევნო კანონდმებლობის დარღვევით, რომლის მოთხოვნაა საოლქო კომისიების პოლიტიკური ნეიტრალიტეტი , ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 182 საოლქო კომისიის წევრიდან 74 პოლიტიკურად აქტიური და კონკრეტული პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები დანიშნა.
სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა ცესკო ზრუნავდეს მომავალი არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებაზე, დღეს ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი პირდაპირ ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას.
საოლქო კომისიების ნეიტრალიტეტი განსაკუთრებით მნიშნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ ეს კომისიები განიხილავენ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებს.
ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, არასამთავრობო სექტორმა ცსკო-ს მიაწოდა კონკრეტული ფაქტები ამ პირების პოლიტიკური კავშრების/კუთვნილების შესახებ.
მნიშნელოვანია, რომ ცესკო-ს შემადგენლობიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მხოლოდ პარტიული წევრების მიერ და ცალსახაა, რომ ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და სხვა კონკურსის წესით არჩეული და ნეიტრალიტეტის ვალდებულების მქონე წევრების მონაწილეობით და მითითებით განხორციელდა.
უახლოს დღეებში, საოლქო კომისიები აირჩევენ თავმჯდომარეებს და ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ მთელ რიგ ოლქებში თავმჯდომარეებად დაინიშნებიან სწორედ პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები. მაგალითად:
•თელავში, დღეს ჩატარდება სხდომა, სადაც აირჩევენ გიორგი კალმახელიძეს, რომელიც არის თელავის მერის პლატონ (პაატა) კალმახელიძის ბიძაშვილი. საყურადღებოა, რომ ეს პიროვნება საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში საოლქო კომისიის წევრად არჩევის დროს, იგი იყო საბერძნეთში და დღეს საგანგებოდ ჩამოაფრინეს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად;
•ასევე უახლოეს დღეებში, აირჩევენ ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ლალი კიკაბიძეს, რომელიც 2013-2014 წლების არჩევნებზე ამავე საოლქო კომისიაში იყო დანიშნული პარტიიტდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“;
•სამტრედიაში აირჩევენ ნინო ვაშაკიძეს, გამგებლის მოადგილის შვილს, რომელიც ასევე ქართული ოცნების აქტივისტია;
•ხობში აირჩევენ დათუნა ჯობავას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მეგობარი და ქართული ოცნების აქტივისტია;
•სენაკში აირჩევენ ცოტნე შუშანიას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორის კახა რუსიას მეგობარი და ქართული ოცნების აქტივისტია."- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






