დავით ნარმანიას განცხადებით, იგეგმება ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ის ნაწილის გაერთიანება, შერწყმა, რათა არსებული რესურსები სწორად იქნეს მობილიზებული და გადანაწილებული - საქმიანობის ეფექტურობის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით.
„გასულმა წელმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ უკეთ გაგვეანალიზებინა და შეგვეფასებინა, თუ როგორი მმართველობა სჭირდება ქალაქს. დაგვესახა და შეგვემუშავებინა ის მთავარი პრინციპები და მიდგომა, რაც დედაქალაქის მთავრობას უფრო მეტად ეფექტურს გახდის! მაქსიმალურად უნდა იქნეს შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რათა მოხდეს ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია - დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ უფრო ეფექტურად მოხმარდეს თბილისს და თითოეული თბილისელის კეთილდღეობას,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღნიშნული ორგანიზაციის შექმნამ ოპოზიციის პროტესტი თავიდანვე გამოიწვია, მათი თქმით მეწარმეობის განვითარების კუთხით დამოუკიდებელი ორგანიზაციის არსებობა აუცილებელი არ იყო და ცენტრი მხოლოდ ალექსანდრე მარგიშვილის დასასაქმებლად შეიქმნა. მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები






