როგორც გიორგი ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, აღნიშნულმა შეცდომებმა ,250 მილიონი დოლარის დანაკლისი მოუტანეს ქვეყნის ეკონომიკას.
„პირველია სავიზო რეგულაციები და მხოლოდ ირანთან და ჩინეთთან სავიზო რეგულაციების გამკაცრებამ გამოიწვია, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის დანაკლისი. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე მთლიანი ღვინის ექსპორტი იყო 2015 წელს. ეს გადაწყვეტილება ტოლფასია იმის, რომ ვინმე მისულიყო და ყველა ღვინის ბოთლი დაემტვრია, რაც გავიდა ექსპორტზე,“ - აცხადებს გიორგი ქადაგიძე, რომელიც მიესალმება ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებას და იმედოვნებს, რომ ასევეთივე გადაწყვეტილებას ხელისუფლება ჩინეთთან და ეგვიპტესთან მიმართებაშიც მიიღებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდები მიწის პრივატიზების კანონის მიმართულებითაც.
ხარვეზებზე საუბრისას ქადაგიძემ ასევე განაცხადა, რომ ზედამხედველობის სამსახურის კანონის გამო საქართველო ევროკავშირისგან 46 მილიონს ვერ იღებს.
„ერთადერთი მიზეზი, რატომაც სავალუტო ფონდის მიმოხილვა ვერ სრულდება დღემდე, ეს არისეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გატანა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს იყო შეცდომა. გარდა ამისა, ამ საკითხის გამო ვერ ხდება სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულებას და საქართველოს ვერ იღებს ევროკავშირიდან 46 მილიონ ევროს, რომლის ნახევარი სესხია, ნახევარი კი გრანტი,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






