ქადაგიძე მიიჩნევს, რომ რეზერვების გაყიდვა იქნებოდა განიავება და რეზერვების არგაყიდვა იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო.
"გამოჩნდა, რომ რეფირანსირების სესხები არ იწვევს ლარის გაუფასურებას. გამოჩნდა, რომ ფულის მასა კი არ გავზარდეთ, პირიქით, შევამცირეთ. გამოჩნდა, რომ შეთქმულების თეორიას ადგილი არ ჰქონია. გამოჩნდა, რომ კანონი ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ მთლიანად საფუძველს მოკლებულია და, რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც მოუწევდათ იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასეთ კამპანიას ეწეოდნენ "- თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაუფასირების გამომწვევ მიზეზებს ქადაგიძე ამას “
საგარეო ფაქტორებს უკავშირებს თუმცა იქვე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.
"შექმნილ სიტუაციაში ჩვენ გვაქვს ორი გზა: შეგვიძლია მუდმივად აპელირება გავაკეთოთ საგარეო ფაქტორებზე, მუდმივად ვისაუბროთ რუსეთ-უკრაინის ომზე, ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე, ნავთობის იაფ ფასზე, საბერძნეთის კრიზისზე და ეს სია შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ. ან არის მეორე გზა, ჩვენ გაათმაგებული ენერგიით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს, გავაანალიზოთ ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით და ის წარმატებები, რომლებიც გვქონდა, იმისთვის რომ ვუპასუხოთ მთავარ გამოწვევას რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა.
”მასალის გამოყენების პირობები






