"მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ კონკრეტული გამონაკლისების გარდა, მსხვილ ბიზნესს და მსხვილ ბიზნესმენებს არასდროს ჰქონიათ კომუნიკაციის პრობლემა მთავრობასთან, მსხვილ ბიზნესს არასდროს ჰქონია პრობლემა, კონკრეტული გამონაკლისების და ერთეული შემთხვევების გარდა, მოეტანა თავისი გასაჭირი, ლობირება გაეკეთებინა საკუთარი პრობლემების გადაწყვეტისთვის
პრობლემა მდგომარეობდა სხვა რამეში, პრობლემა იყო მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა ხმაც არ ისმოდა. პრობლემა გაღრმავდა 2008 წლის ომისა და ფინანსური კრიზისის შემდეგ - 2009 წელს. მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა საბიუჯეტო შემოსავლებმა, რასაც სახელმწიფომ უპასუხა გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებით. ზუსტად მაშინ, როდესაც დიდი ბიზნესისთვის 100 000, 200 000, 300 000 ლარის დარიცხვა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას, პატარა ბიზნესისთვის ეს არის გაკოტრება, სახლის გაყიდვა, ეს არის სესხის ვერ გადახდა და მნიშვნელოვანი პრობლემები. ზუსტად ეს იყო მთავარი პრობლემა, რომ ჩვენ არ გვესმოდა საშუალო და მცირე ბიზნესის ხმა. ეს იყო ხელისუფლების პრობლემა", - აღნიშნა ქადაგიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემას უნდა მოასმინოს, რადგან ისინი არიან მთავარი დამსაქმებლები.
მასალის გამოყენების პირობები






