ქადაგიძის თქმით, ეს ცილისწამება არგუმენტგამოცლილი ადამიანის ბოლო ბასტიონს გავს.
"მე დავინიშნე ამ თანამდებობაზე 2009 წელს. ეროვნულ ბანკში მოღვაწეობის ნახევარი ანუ 3 წელი და 6 თვე ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას მეორე სამ ნახევარი წელი ემთხვევა ქართული ოცნების მმართველობას. ჩვენ გვქონდა სამუშაო ურთიერთობები და ის შედეგები რომელიც ეროვნული ბანკის სამიანობაშია მიღწეული ერთობლივი მუშაობის შედეგია. მათ შორის ზურა ადეიშვილთან ისევე როგორც პარლამენტთან და მთავრობასთან"- აღნიშნა ქადაგიძემ.
რაც შეეხება პარლამენტის უარს სებ-ის ანგარიშის მოსმენაზე ამ საკითხზე ქადაგიძემ თქვა, რომ დასანანია, როცა ხელისუფლება ქვეყნის განვითარების მთავარ ფუნდამენტზე -ეკონომიკაზე და მის გადარჩენაზე ხედვებს არ ისმენს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, პარლამენტში მისი ანგარიშის მოსმენის დაბლოკვას იმ უხერხულობას უკავშირებს, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შემდეგ მის გამოსვლას მოჰყვებოდა.
„კამპანია, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართულებით დაიწყო, დღეს აღმოჩნდა, რომ რეზერვების არგაყიდვა იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო. გამოჩნდა, რომ რეფირანსირების სესხები არ იწვევს ლარის გაუფასურებას; გამოჩნდა, რომ ფულის მასა კი არ გავზარდეთ, პირიქით, შევამცირეთ. გამოჩნდა, რომ შეთქმულების თეორიას ადგილი არ ჰქონია; გამოჩნდა, რომ კანონი ზედამხედველობის შესახებ მთლიანად საფუძველს მოკლებულია და, რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულია პასუხების გაცემა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ასეთ კამპანიას ეწეოდნენ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნის დათმობა არ ხდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ, როგორიცაა ეკონომიკა, კურსი და ასე შემდეგ. მაგრამ, ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია იმ უხერხულობასთან, რომელიც შეიქმნებოდა," - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






