ანდრიი კუზმა: ,,მედიკამენტების ხარისხი ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა“
პოლიტიკა - 19:54, 16 Feb, 2016     1126
ჰუმანითი ჯორჯიას მედიკამენტები უკვე სააფთიაქო ქსელებშია. ახალი მოთამაშის გამოჩენას არსებული ფარმაცევტული კომპანიები დადებითად შეხვდნენ და მას ჯანსაღი კონკურენციის კარგ მაგალითად მიიჩნევენ. ამასთან ერთად, სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებმა აქცენტი მედიკამენტების ხარისხის მნიშვნელობაზეც გააკეთეს. ავერსის გენერალური დირექტორი, პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ წამლის ხარისხს განსაზღვრავს არა ქვეყანა, არამედ კონკრეტული მედიკამენტების მწარმოებელი ქარხანა:

,,რაც შეეხება ხარისხს, საერთოდ წამლის ხარისხს არ განსაზღვრავს ქვეყანა, მას განსაზღვრავს ის კონკრეტული ქარხანა, რომელის აწარმოებს ამ მედიკამენტებს. თუ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა მედიკამენტები, ეს უკვე ნიშნავს, რომ არის ხარისხიანი, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის და ექიმების დამოკიდებულება არის ხშირ შემთხვევაში, როგორც სუბიექტური ასევე ობიექტური მიზეზებისაგან შემდგარი. ამიტომ ამას მომავალი გვიჩვენებს, რამდენად დადებითად შეხვდება საქართველოს მოსახლეობა და ექიმები ინდური წარმოების მედიკამენტებს“.

ჰუმანითი ჯორჯიას ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩენას სახალხო აფთიაქის გენერალური დირექტორი, არჩილ მორჩილაძეც გამოეხმაურა. მან დადებითად შეაფასა საპარტნიორო ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდასთან დაკავშირებით: ,,ახალი მოთამაშის გამოჩენა ფარმაცევტული ბაზრის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია. წამლების გაიაფების რეალური შედეგი დაახლოებით სამ - ექვს თვეში გამოჩდება. მივესალმები საპარტნიორო ფონდის ინიციატივას მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნის შესახებ. ლაბორატორიის შექმნა არის იმის გარანტი, რომ მომავალში საქართველოს ბაზარზე რეალიზებული მედიკამენტები უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება.“

მედიკამენტების ხარისხის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე აქცენტს თავად ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორი ანდრიი კუზმაც აკეთებს. როგორც მან აღნიშნა, მედიკამენტებს დამატებით სერიული შემოწმებაც უტარდება:

,,მედიკამენტების ხარისხი ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. ყველა მედიკამენტი მზადდება ჯიემპი ხარისხის მქონე ქარხნებში. გარდა ამისა, ჩვენ დამატებით ვატარებთ სერიულ შემოწმებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებულ ლაბორატორიაში“.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც ცნობილია, სამინისტრო გეგმავს ,,სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამაში“ ცვლილებების შეტანას. ცვლილება ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.

ფარმაცევტულმა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“-მ წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა. უახლოეს დღეებში მომხმარებლს ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30 %–ით დაბალ ფასად შეძენა შეეძლება. უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმ სახლი და GPC სხვა ჯგუფის მედიკამენტებითაც მომარაგდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42