კომუნიკაციების კომისია „მაგთიკომის“ პრეზიდენტის დევიდ ლის განცხადებებს ზეწოლის მცდელობად აფასებს
პოლიტიკა - 18:30, 16 Feb, 2016     1208
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „მაგთიკომის“ პრეზიდენტის დევიდ ლის მიერ ბოლო პერიოდში შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის საოპარაციო აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების თაობაზე საზოგადოებისთვის განცხადებას ავრცელებს:

„კომისიის შეფასებით, შპს „მაგთიკომის“ პრეზიდენტის დევიდ ლის პოლიტიკური ხასიათის განცხადებები, კერძო კორპორატიული ინტერესების ლობირების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს. ბატონი ლის ქმედება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანია სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით შეიზღუდოს კონკურენციის პირობებში ბიზნეს გარიგების წარმოების შესაძლებლობა და შპს „მაგთიკომი“ დარჩეს შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის საოპერაციო აქტივის უპირატეს მყიდველად.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „მაგთიკომის“ მიერ შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა კომისიამ ჯერ კიდევ გასული წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გასცა. შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ ყველანაირი, მათ შორის - სამართლებრივი შესაძლებლობა აქვს მიაღწიოს ბიზნეს შეთანხმებას შპს „კავკასუს ონლაინთან“.

რაც შეეხება შპს „მობიტელის“ („ბილაინის“) მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შეძენაზე წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას, აღსანიშნავია, რომ წარმოება ჯერ არ დასრულებულა, კომისიას გადაწყვეტილება თანხმობის მიცემის თაობაზე ჯერ არ მიუღია, საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის მეორე სხდომა კომისიაში 2016 წლის 10 მარტს არის ჩანიშნული.

კომისიამ არაერთხელ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ორივე წარმოების პროცესის არცერთ ეტაპზე შპს „კავკასუს ონლაინის“ საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის (ფოთი-ვარნას) გასხვისების საკითხი არ განხილულა და მეტიც - დღის წესრიგშიც არ დამდგარა.

შპს „მობიტელი“ („ბილაინი“) ბოლო ათი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, კომპანია მობილურ და ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით 1 205 201 აბონენტს უწევს მომსახურებას.

კომისიის აზრით, ბატონი ლის განცხადებები აზარალებს თავად შპს „მაგთიკომის“ რეპუტაციას და ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42