„ჰუმანითი ჯორჯია“-სა და საპარტნიორო ფონდის ერთობლივი პრესკომფერენცია სასტუმრო რედისონში შედგა, რომელსაც ფარმაცევტული კომპაიების ხელმძრვანელებიც ესწრებოდნენ. ჰუმანითი ჯორჯია ფარმაცევტული ქარხნის პროექტს საქართველოს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით: „ხელმისაწვდომი პრეპარატების რეალიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე „ჰუმანითი ჯორჯიასა“ და საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივად ხორციელდება. პრეპარატების იმპორტი შემდგომ ეტაპზე პრეპარატების ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდება. აღნიშნულ პროექტში საპარტნიორო ფონდის ჩართვის მიზანია ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოს ამოქმედებამდე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება სულ მცირე 30 %-ით დაბალი ფასებით, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების ხარჯებსაც. აღნიშნული მიზნით საპარტნიორო ფონდმა მთვარობის თანხმობით „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიზნობრივი სესხი გამოუყო. ასევე, სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებით შედის ქარხნის მშენებლობის კაპიტალში საპარტნიორო ფონდი.
ხელისუფლების მიზანი მიღწეულია, სამედიცინო პრეპარატები იაფდება. ეს იყო წინასაარჩევნო დაპირებაც. რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი მედიკამნენტების ხარისხს ჯანდაცვს სამინისტო აკონტროლებს და საქართველოს სააფთიაქო დახლებზე სერთიფიკატისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ვერცერთი მედიკამენტი ვერ მოხვდება. მე ვამაყობ, რომ ჰუმანითი ჯორჯია ალექსანდრე მაშკევიჩის სახელს უკავშირდება. ის გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოს ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესდა და მსხვილი ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმვს, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დაცული ბიზნესი, მიმზიდველი საგადასახო რეჟიმი და საინვესტიციო პირობები. აღნიშნული აქტივები ხელს შეუწყობს ოლიგოპოლიური ბაზრის დივერსიფიცირებას. ჩვენი მიზანია ბაზარზე ისეთი პირობების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მოთამაშეების შემოსვლას და ფარმაცევტული ბაზრის გაჯერებას, რაც აისახება წამლის ფასებზე და გააიაფებს ჯანდაცვის მომსახურებას. რა თქმა უნდა ეს არ მოხდება წამლის ხარისხის შემცირების ხარჯზე. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ამ სფეროში დამატებით დაინტერესებული პირები მოვიწვიოთ“- განაცხადა დავით საგანელიძე.
ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ქართულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას მიესალმებიან. აცხადებენ, რომ კონკურენცია პროგრესის მამოძრავებელი ძალაა და ბაზარზე ახალი კომპაიის გამოჩენა დარგის განვითარებასა და წამლების გაიაფებას შეუწყობს ხელს. მათი თქმით, თუკი ფარმაცევტული კომპანიების დახლებზე არსებულ მედიკამენტებს საფასო პოლიტიკით „ჰუმანითი ჯორჯია“-ს მიერ შემოტანილი პრეპარატები დიდ კონკურენციას გაუწევს, ფასების კორექტირება სხვა მომწოდებლებსაც მოუწევთ. რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი პრეპარატების ხარისხს, ფარმაცევტული კომანიების ხელმძღვანელების თქმით, ისისნი ჯანდაცვის სამინისტროს ენდობიან, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული წამლის ხაროსხზე აგებს პასუხს.
ჰუმანითი ჯორჯიას ინვესტიციები გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე და მათი მიზანია კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მედიკამენტებზე ფასების შემცირება.
ჰუმანითი ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.
მასალის გამოყენების პირობები






