მე კარგად მახსოვს ნარკოტიკებით გამქრალი მთელი თაობა... არ მინდა, რომ ეს ოდესმე განმეორდეს... - თეა პერტაია
სოც.მედია - 16:17, 16 Feb, 2016     4863
",,ესაა სიკვდილი... და მავანნი ამას ადეკვატურად ვერ აღიქვამენ“ - ასე ეხმაურება ნარკოტიკული საშუალება ,,ბიოს“ საქართველოში მოხმარების ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ სავალალო შედეგებს ფეისბუქის საკუთარ გევრდზე შს სამინისტროს საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია. ,,ყველაფერი სწორედ მცირე დოზიდან იწყება... „ბიოს“ პირველადი მიღებაც კი შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს!!! რეგულარული მოხმარება - ადამიანის ჭკუასუსტობასა და დეგრადირებას იწვევს!!! „ბიო“ - ესაა სიკვდილი, ესაა დამახინჯებული სიცოცოხლე და მომავალი თაობა!!! არ მინდა, რომ ეს მხოლოდ ლიტონ სიტყვებად აღიქმებოდეს. ესაა ძალიან დიდი საშიშროება და დღეს ვხვდები, რომ მავანნი ამას ადეკვატურად ვერ აღიქვამენ და იაზრებენ... შსს ახდენს ნარკოდანაშაულის პრევენციას და ჩვენი ახალგაზრდების, მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას! ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო და პრინციპული. ჩვენმა უწყებამ ზუსტად იცის, რას აკეთებს და ისიც, რომ დასახული მიზნის მისაღწევად და ამ საწამლავისგან ადამიანების დასახსნელად, ჩვენ არაპოპულარულ ნაბიჯებსაც არ მოვერიდებით. დიახ, „ბიოს“ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით ისჯება და დღეს თუ არ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები, ხვალ იქნება ძალიან გვიან!!! სამინისტროს საინფორმაციო კამპანიამ მრავალი ადამიანის, მათ შორის, მოზარდის სიცოცხლე იხსნა ... მე კარგად მახსოვს ნარკოტიკებით გამქრალი მთელი თაობა - ათასობით ოჯახის ტრაგედია და უზარმაზარი ტკივილი. არ მინდა, რომ ეს ოდესმე განმეორდეს... რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, შსს-ს მიერ ამოღებული ab-chminaca არის უძლიერესი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. მისი თუნდაც ერთჯერადი გამოყენება, სხვა უმძიმეს შედეგებთან ერთად, იწვევს სუიციდისკენ მიდრეკილებას! რამდენჯერმე მომხმარება - იწვევს დამოკიდებულებას! 1 წლის განმავლობაში სისტემატურად გამოყენება - ტვინის სიმსივნეს! ამოღებული რაოდენობა, რაც მავანთ მცირე დოზა ჰგონიათ, სინამდვილეში სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მინიმუმ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს! P.S. და ბოლოს, ბუნებრივია, სოციალური ქსელის სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან ვშლით ყველა იმ მოწოდებას თუ “ფრთიან” ფრაზას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას და მის მხარდაჭერას ემსახურება!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42