მაია ბითაძემ აშშ -ში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 13:15, 16 Feb, 2016     882
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მაია ბითაძემ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსთან ვასილ გედევანიშვილთან ერთად, ქ. ლივერმორში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალი აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა ტრანსსასაზღვრო ბირთვული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო. დისკუსიისას გამოთქმული შეხედულებები და ინიციატივები მხედველობაში იქნება მიღებული ბირთვული დაცულობის 2016 წლის ვაშინგტონის სამიტის მიმდინარეობისას (31 მარტი - 1 აპრილი). მაია ბითაძეს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზიარებინა მოსაზრებები ბირთვული ტერორიზმის საფრთხეებთან გასამკლავებლად ეროვნულ დონეზე მისაღებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და მიეღო ინფორმაცია არსებული საუკეთესო გამოცდილების შესახებ.

მაია ბითაძე, ასევე, გაეცნო ლორენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში (Lawrence Livermore National Laboratory) რადიაციის აღმოჩენის/ძებნისა და ბირთვული ექსპერტიზის განსახორციელებლად არსებულ ტექნოლოგიებს, ასევე, ატმოსფერული გამოთავისუფლების ეროვნული საკონსულტაციო ცენტრის (National Atmospheric Release Advisory Center) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობებს.

საქართველოს მინისტერიალში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბირთვულ ტერორიზმთან საბრძოლველად არსებული ეროვნული მექანიზმების გასაუმჯობესებლად. ქ. ლივერმორში გამართული მინისტერიალი საუკეთესო პლატფორმა იყო, ასევე, ქვეყანაში ბირთვული ექსპერტიზის შესაძლებლობების შექმნისათვის აუცილებელი რესურსების მოსაძიებლად და ამ სფეროში საერთაშორისო, რეგიონული თუ ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42