,,ჰააგის სასამართლო ყველაფერს გააკეთებს, რომ მსხვერპლთათვის მართლმსაჯულება აღსრულდეს“ - შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან
პოლიტიკა - 12:30, 16 Feb, 2016     1384
16 თებერვალს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძესთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები.

ჰააგის სასამართლოს დელეგაციის ვიზიტის მიზანია საკუთარი მანდატის გაცნობა ქართული მხარისათვის და თანამშრომლობის სამომავლო ჩარჩოს განსაზღვრა.

„ეს ვიზიტი არის ქალბატონ ფატუ ბენსუდას ოფისისა და ჰააგის სასამართლოს ერთობლივი ვიზიტი, რომელიც სამუშაო შეხვედრების სახით ჩაივლის ორი დღის განმავლობაში, და ეს საშუალებას მოგვცემს, დავსახოთ ერთობლივი თანამშრომლობის უკვე კონკრეტული ნაბიჯები გამოძიების პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის მოწმეთა დაცვა და უსაფრთხოება, რომლებმაც საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილების საფუძველზე ჩვენებები უნდა მისცენ გამომძიებლებს იმ ეთნიკური წმენდის შესახებ, რომლებიც ჩატარდა აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ. ვისაუბრეთ ისეთ ტექნიკურ, მაგრამ მნიშვნელოვან თემებზეც, როგორიც არის, მაგალითად, ქართულიდან ინგლისურზე ამ ჩვენებების თარგმანი. ჩვენ მიერ განხილული საკითხების სპექტრი იყო ტექნიკური, მაგრამ მნიშვნელოვანი და მოწოდებული, რომ გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სამართალდამცველები და სხვა სამინისტროები ითანამშრომლებენ პროკურორის ოფისთან; რომ ჩვენთვის სასიცოცხლო საკითხები, მათ შორის, ეთნიკური წმენდა, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, სამხედრო ტყვეების საქმეები, იქნეს ბოლომდე გამოძიებული“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ჰააგის პროკურორის ოფისი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსხვერპლთათვის მართლმსაჯულება აღსრულდეს და გამოძიება იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.

ჰააგის სასამართლოს დელეგაციის წევრემა დღესვე შეხვედრები გამართეს თავდაცვის; საგარეო საქმეთა; შინაგან საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი საქმეზე გამოძიების დასაწყებად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. კერძოდ:

სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის;

გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია;

გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები;

ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობების საქმის გამოძიებას;

გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას; ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას.

ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსთან გამოძიების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42