პარლამენტი "ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერენეტის" შესახებ კანონპროქტზე მუშაობას იწყებს
პოლიტიკა - 12:28, 16 Feb, 2016     1351
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მუშაობა დაიწყო ახალ პროექტზე, „უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის“.

კანონპროექტზე მუშაობის დაწყების მიზეზი არის ის, რომ ბავშვები სულ უფრო ხშირად მოიხმარნენ ინტერნეტს, რაც სარგებლობასთან ერთად ზრდის ინტერნეტთან დაკავშირებულ რისკებს.

1. პორნოგრაფიული საიტების შეუფერხებელი წვდომა,

2. შესაძლო ყალბი ტრანზაქციები,

3. პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

კანონპროექტი მუშავდება უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით.

„ჩვენი მიზანია, დავიცვათ ბავშვები იმ რისკებისგან, რაც შეიძლება ინტერნეტის მოხმარებას მოჰყვეს. ის რაც, უკანონოა ინტერნეტის გარეთ, უკანონო უნდა იყოს ინტერნეტშიც.

ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის და გავრცელებისთვის.

არსებობს ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერთათვის. მათ უნდა მეოთხოვოთ ინფორმააციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა მისი საზოგადოებისთვის მიწოდებამდე.

სწორედ ამ მიზნით კომიტეტთან იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებიდან და ჩვენთან არსებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლიდან გამომდინარე, მოამზადებს პროექტს, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს. ჩვენ მოვიკვლიეთ ინფორმაცია ევროპულ სახელმწიფოებში მსგავსი პროექტების განხორციელების შესახებ. ყველა წამყვან სახელმწიფოში არსებობს რეგულაციები, რომელსაც ექვემდებარება ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის მოხმარება.

ვფიქრობთ, ეს საკითხი დღეს გასაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან ტექნოლოგიების განვითარებამ არ უნდა დააზარალოს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - ბავშვის სწორად განვითარება და მათი დაცვა არსებული რისკებისგან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღეს კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც მოამზადებს აღნიშნულ პროექტს. ჯგუფში შედიან: ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები; ასევე, კოუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი და მასთან მოქმედი მომხმარებელთა უფლებების დამცველი თამთა სტეფნაძე; პარლამენტიდან პროექტის მომზადებაში ჩარეთვებიან: დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42