”საია”-ს ხელმძღვანელი სკანდალურ განცხადებას აკეთებს
სოც.მედია - 22:04, 15 Feb, 2016     7454
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ფეისბუკზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც ანა ნაცვლიშვილი წერს ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები მასზე კომპრომატების შეგროვებას ცდილობენ:

”ჰაჰა! როგორც იქნა! - ხმები მომივიდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები ჩემზე კომპრომატების შეგროვებას ცდილობენ მორალი: SOS, ანა ნაცვლიშვილი ცუდი პიროვნებაა!

როგორც იქნა გავხდი თქვენი მაღალი ყურადღების ღირსი

მაინცდამაინც ნუ გაირჯებით, ჩემო კარგებო, მე დაგიზოგავთ დროსაც და რესურსსაც - გეტყვით, რომ ვარ მართლაც ცუდი და მუდმივად მოუცლელი შვილი, დედა და მეუღლე, ასევე მეგობარი, მეგობრებიც კი მხოლოდ ტელევიზორში მხედავენ, დიქტატორი ხელმძღვანელი და უბრალოდ ბოროტი სული ამას განსაკუთრებით დაგიდასტურებთ ჩვენი პიარ-მენეჯერი, რომელთანაც - ვადასტურებ - ყველა ინტერვიუს წინ და შემდეგ მაქვს ცხარე კამათი და ზოგჯერ - ჩხუბიც კი თქვენ ნუ იწვალებთ, მე შეგახვედრებთ ამ ადამიანებს, მათზე კარგად ვერავინ მოგიყვებათ ჩემს “სიცუდეებსა” და “შავბნელ მხარეებზე”...

პ.ს. იმისთვის, რომ გამაჩუმოთ, მეკამათეთ არგუმენტებით, დაუპირისპირდით პრობლემის სათავეს, და არა იმ ადამიანებს, ვინც პრობლემებს ხედავს და გაკრიტიკებთ. კომპრომატების ძებნა ძალიან გაცვეთილი და თანაც ზარმაცების მეთოდია; ცოტა მეტის ამბიცია არ გაქვთ?!

არ მგონია, რომ ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნება და თვისებები, რომ ის ვინმემ იკვლიოს. უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართეთ თქვენი დრო და ენერგია; ეს უფრო საინტერესო იქნება, მოგანიჭებთ კმაყოფილების განცდას და თვითშეფასებასაც აგიმაღლებთ, თუ თავს დაანებებთ “ბნელ ოთახში კატის ძებნას” და რამე რეალურ საქმეს გაუკეთებთ ამ ქვეყანას.”- წერს ანა ნაცვლიშვილი ფეისბუკზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42