"რამდენიმე წლის წინ, საქართველო ირანისთვის ერთგვარი ჩრდილოეთის დუბაი გახდა"- ალექს ვატანკა
პოლიტიკა - 19:57, 15 Feb, 2016     2167

წარმოშობით ირანელი , ვაშინგტონელი ანალიტიკოსი ალექს ვატანკა მიიჩნევს, რომ თეირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება რეგიონული ურთიერთობების წახალისების საშუალებას

„ საქართველო ირანის ერთერთი ახლო მეზობელია, 1991 წლიდან დაწყებული ორივე ქვეყანას სურდა ორმხრივი კავშირების გააქტიურება და ეს გასაგებია, ანალოგიური სურვილი იყო და მომავალშიც იქნება. რამდენიმე წლის წინ საქართველომ აშშ-სთან სტრატეგიული კავშირი არჩია თეირანთან ურთიერთობებს, რაც გასაგები ფენომენია გეოსტრატეგიული გადასახედიდან. ვაშინგტონის მაშინდელი პოლიტიკა ირანის იზოლაციას ისახავდა მიზნად და საქართველო აქ მარტო არ იყო: ასეთივე არჩევანი გააკეთა ირანის 15მა მეზობელმა სახელმწიფომ. მაგრამ ახლა ვითარება განსხვავებულია, ბირთვული შეთანხმება მიღწეულია და თუმცა მისი ჩავარდნის რისკი არსებობს, ის მინიმალურია. შესაბამისად, აღარც ვაშინგტონი აწესებს სანქციებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ და აღარც ბლოკავს მათ. დღევანდელი ირანი არ არის მაჰმუდ აჰმადინეჟადის ირანი, პრეზიდენტი როჰანი მოწადინებულია ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის გასაზრდელად, ის ვენესუელასა და აფრიკაში არ მოგზაურობს, არამედ რეგიონზე, და ევროკავშირზეა აქცენტირებული კონკრეტული შესაძლებლობების გამოსანახად. ვფიქრობ, ის, თუ რა კონკრეტული სავაჭრო და ეკონომიკური შესაძლებლობები მოჰყვება საქართველო-ირანის მოლაპარაკებებს, ამას დრო აჩვენებს.

ექსპერტის თქმით, როჰანის ხელისუფლებას საქართველოში, სავარაუდოდ, ორი მიზანი ამოძრავებს. პირველი - თბილისთან ურთიერთობა საერთაშორისო იმიჯის გაჯანსაღების ნაწილია. და მეორე - როჰანი, საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ფიქრობს და საქართველო, შესაძლოა, ირანული პროდუქციის ევროპაში ტრანზიტისთვის გამოიყენოს.

„ახლა, როგორც მოვისმინე, თბილისი და თეირანი დაინტერესებულები არიან მოლაპარაკებები სხვადასხვა სფეროში წარმართონ. ლაპარაკია ქართული წყლის ირანში გატანაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, გაზის თემამ და საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულ მარშრუტად გამოყენებამაც გაიჟღერა. საქართველო ორ ძლიერ სახელმწიფოს-ირანსა და რუსეთს შორის არის, მას მუდმივად უწევს გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინება პრობლემების მოსაგვარებლად. რამდენიმე წლის წინ, საქართველო ირანისთვის ერთგვარი ჩრდილოეთის დუბაი გახდა, გაიზარდა ტურიზმი და პროდუქციით ვაჭრობა, ეს ყველაფერი საერთაშორისო ზეწოლამდე, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები.“

ამერიკელი ექსპერტი ფიქრობს, რომ ორმხრივი კავშირების წარმატება კონკრეტულ წინადადებებსა და ახალ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული.

წყარო amerikiskhma.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42