როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, ვენეციის კომისიის დელეგაცია დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებებით, ზოგადად განხორციელებულ ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
„კომისიის დელეგაციას მივაწოდეთ ინფორმაცია „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურებოდა.
ასევე, დეტალურად ვესაუბრეთ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე - იმ თანხმობებთან, თუ აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ პროცესში წარმოიშვა.
შედეგად, ვენეციის კომისიისთვის ნათელი გახდა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






