ქართული სამხედრო მარშის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა
პოლიტიკა - 18:31, 15 Feb, 2016     1010
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ქართული სამხედრო მარშის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდება.

პროექტის პრეზენტაცია დღეს ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შედგა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებს კონკურსში მონაწილეობისაკენ მოუწოდა და სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერესა და სახლემწიფო სიბოლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„წელს საქართველო ავღნიშნავს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს. საქართველოს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე, ამ ინსტიტუტების უფრო მეტი სტაბილურობა და რა თქმა უნდა, უფრო მეტი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან.

სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისთვის და ისევე როგორც თითოეული მოქალაქისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალები, თქვენ, ქართველი ჯარისკაცები არაერთხელ გამხდარხართ გულწრფელი სიამაყის მიზეზი. თქვენ ძალიან წარმატებით მონაწილეობთ საერთაშორისო მისიებში, რისი დასტურიც არის არაერთი მადლობა ქვეყნისადმი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თავდაცვის სამინისტროს წარმატებული თანამშორმლობისათვის მადლობა გადაუხადა, რადგან სამხედრო მარშის შექმნის იდეა სწორედ ამ უწყებას ეკუთვნის.

„ეს კონკურსი ხელს შეუწყობს ქართული სამხედრო სასულე ორკესტრის განვითარებას და შედეგად ჩვენ მივიღებთ არაერთ უნიკალურ ქართულ სამხედრო მარშს, რომელსაც შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრები სიამაყით შეასრულებენ. მინდა მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, ამ სფეროს კვალიფიციურ წარმომადგენლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და შევქმნათ ახალი ქართული სამხედრო მარშები“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფორსმა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზენტაციაზე რამდენიმე სამხედრო მარში შესრულდა. სამხედრო მარშის კონკურსის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ალექსანდრე ბარბაქაძე, გენერალური შტაბის უფორსი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა და კომპოზიტორთა კავშირის წარმომადგენლები.ა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42