"ბებერი ნიანგებით "ქართულ ოცნებას" გამარჯვება გაუჭირდება" - არმაზ ახვლედიანის სკანდალური განცხადება
პოლიტიკა - 18:04, 15 Feb, 2016     2789
უქმნის თუ არა "ქართული ოცნება" ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს და ვინ არიან "ბებერი პოლიტიკური ნიანგები" მართველ გუნდში, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა პარტიიდან უნდა გაათავისუფლოს.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი "ნიუპოსტთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პარტიაში პატივს კერპებს სცემენ.
"ნიანგები საკუთარ თავს მარტივად ამოიცნობენ, ამიტომ მათ დასახელებას არ ვაპირებ. მე მაწუხებს ტენდენცია, რომელიც არსებობს, ერთ მოჯადოვებულ წრეზე დავდივართ. ადამიანებს, რომლებსაც იდეოლოგია არ გააჩნიათ და დემოკრატიული ღირებულებებისგან შორს არიან... პარტიას კი ახალი სისხლი სჭირდება, რეფორმატორები არიან საჭირო, რომლებიც დემოკრატიული აზროვნებით ახალ რელსებზე გადაიყვანს "ქართულ ოცნებას" და ხელს შეუწყობენ საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას"- განაცხადა ახვლედიანმა.
"ნიუპოსტმა" "ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერს უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის განცხადება შესახსენა - "არმაზ ახვლედიანი არ არის ადეკვატური და საერთოდ ვერ ერკვევა, რას ნიშნავს მართვა", რაზეც ახვლედიანმა აღნიშმა: "მინდა ქართული ოცნება გათავისუფლდეს ისეთი ადამიანებისგან, რომელთა ცხოვრების მთავარი წარმატება კონფორმიზმია".
მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" არსებობს ადამიანთა ისეთი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ კერპების განდიდებით არის დაკავებული.
"ასეთი ადამიანები არასდროს ამბობენ პრინციპულ საკითხებზე - არას, მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, მათ არ უნდათ უერთგულონ დემოკრატიულ პრინციპებს და იმ დაპირებებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ გასცეს. "ქართული ოცნება" დემოკრატიული შინაარსის პოლიტიკურ გაერთიანებად ვერ ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, ქართულ ოცნებაში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება" - აღნიშნა მან.
კითხვაზე, სკანდალური განცხადებების შემდეგ დატოვებს თუ არა პოლიტსაბჭოს? არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ის არ მონაწილეობს პოლიტსაბჭოს მუშაობაში, თუმცა პოლიტსაბჭოს წევრობიდან წასვლას არ აპირებს.
"ქართულ ოცნებაში" არსებულ პრობლემებზე მე გუნდს ხშირად ვაპროტესტებდი, ამ თემებზე საუბარი გუშინ არ დამიწყია. ახლა ვხდები, რომ საჭიროა ყველას გასაგონად ითქვას ამ პრობლემების შესახებ, რადგან ქართულ ოცნებაში პროცესის არასწორად წარმართვა საფრთხის შემცველია არა მხოლო ოცნებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის"- აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა "ნიუპოსტთან" საუბრისას. მისი თქმით თუ 2016 წლის არჩევნებს "ქართული ოცნება" "ბებერი ნიანგებით შეხვდა" და რეფორმა არ განიცადა, გამარჯვება გაუჭირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42