საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრმა, ნინო კალანდაძე იმედოვნებს, რომ რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები დოკუმენტალურადაც დადასტურდება.
„რუსეთი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ეს გამოძიება ბოლომდე არ მისულიყო და სიმართლე საერთაშორისო თანამეგობრობას არ გაეგო. ქართულმა მხარემ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან იმისთვის, რომ რუსეთი პასუხისმგებლობას თვითონ თუ არ აიღებს, საერთაშორისო თანამეგობრობამ მაინც დააკისროს“ - აღნიშნა კალანდაძემ.
საქართველოს განვითარების ფონდის წევრი, ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ სიმართლის დადგენა დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მონდომებასა და ასევე იმ სტრუქტურების კვალიფიციურობაზე, რომელმაც ჰააგის სასამართლოს სათანადო დოკუმენდაცია უნდა მიაწოდოს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის წარმომადგენლები საქართველოს თებერვლის ბოლოს ეწვევიან.
ამის შესახებ პროკურორ ბენსუდასა და პრემიერ კვირიკაშვილის მიუნხენში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. დელეგაციას ქართული მხარე ყველა იმ მნიშვნელოვან მასალას მიაწვდის, რომელიც ეთნიკურ წმენდასა თუ ტყვეების წამებას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






