,,პოლიტიკურ პარტიებს ვერ მოტეხავენ... იმდენი ტვინი ხომ უნდა გქონდეს, რომ ეს არ გამოგივა“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 15:54, 15 Feb, 2016     1374
არასაპარლამენტო ოპოზიცია ვენეციის კომისიასთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ინტერპარტიული ჯფუფი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კომისიის წევრებს ვერ შეხვდნენ.

ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის უზურპაციას ცდილობს.

“რაც არ უნდა სცადოს დავით უსუფაშვილმა, რომ მის მიერ გაწეული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც ამ შემთხვევაში სჭირდება არა დემოკრატიას, არამედ თვითონ ,,ქართულ ოცნებას" წარმატებისთვის, წარმოაჩინოს როგორც რეფორმა, ეს ნამდვიალდ არ გამოვა.

მთელ პოლიტიკურ ჯგუფს, პოლიტიკურ პარტიებს ვერ მოტეხავ და ვერ დაფარავ ქვეყანაში იმას, რომ შენ არ აპირებ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ახლა ცდილობს ხელისუფლება, რომ სწრაფად ჩაატაროს შეხვედრები თბილისში, მერე გააქანოს ვენეციის კომისია ლოპოტოში და ამით დაამთვაროს, თითქოს და კრება დარჩა მხიარული ყველაფერი რიგზეა, არის პატარა ხარვეზები და ყევლაფერი გასწორდება. მაგრამ ეს ასე არ მოხდება. ყევლამ იცის, რომ ხელისუფლება არ ცვლის სისტემას იმიტომ, რომ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია“, - განაცახდა ბაჩუკი ქარდავამ.

ედპ-ს ლიდერის თქმით, ვენეციის კომისიასთან, სტრასბურგში ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, ხოლო მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის შედგება.

"როგორი კვანტის დადება არ მინახავს ქართული ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ რაც პარლამენტის ხელმძღვანელობამ სცადა დღეს, ასეთი ჯერ არც გამიგია, უნიჭოც და უხეშიც სოციალური ქსელების, კომუნიკაციებში ბარიერების არ არსებობის ეპოქაში დამალო, რომ არსებობს პოლიტიკური ჯგუფები, ვინც მუდმივ პრესინგში გამყოფებს საარჩევნო მაქინაციების გამო, ჯერ არ მინახავს.

ჩამოვიდა საქართველოში ვენეციის კომისია საარჩევნო გარემოს პრობლემებზე სამუშაოდ და საქართველოს ხელისუფლებამ შეხვედრებიდან სცადა მოეტეხა მთელი პოლიტიკური სპექტრი. მაგარია არა? იმდენი ტვინი ხომ უნდა გქონდეს, რომ ეს არ გამოგივა. ჩვენთან შეხვედრა მაინც შედგება და გვერდს ვერ აუვლით სისტემაზე საუბარს ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ და ეს ვენეციის კომისიის ცენტრალურმა ოფისმა გადაწყვიტა. სირცხვილი... სახემწიფო ვართ თუ დუქანი, უი არა დუქანი არა, თქვენ ბუტკა გიყვართ".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42