„თქვენ თავზეც გავიარეთ სოფლელებმა და ოფიციანტებმა, თქვე შეუმდგარო უმომავლო ქაჯებო“
სოც.მედია - 15:36, 15 Feb, 2016     26193

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს. მართალია ადრესატი მითითებული არ არის, თუმცა მიმხვედრი აუცილებლად მიხვდება. პოსტი ორ პუნქტად არის ჩამოყალიბებული და ორივეში მოკლედ, მაგრამ ზედმიწევნით არის სათქმელი გადმოცემული.

„წარმავალი კლასის წარმომადგენელ ორ ფუყე თავთავს ვპასუხობ:
1. სოხუმელი ვარ (და ვიღაცის გაგებით, სოფლელი) და რასაც მივაღწიე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. არასდროს არავინ არაფერში არ დამხმარებია. იოტისოდენითაც კი. მიდი, აბა შემეჯიბრე შენ და შენი ვაკლეობა. მიდი, აბა "სოფლელ" ბარბარე სამხარაძეზე და გიორგი ნაკაშიძეზე უკეთ იმღერე. პრეტენზიულო და ფუქსავატო უნიჭო. ყველაფერში უნიჭო.
2. სტუდენტობაში, გაჭირვებული და ღატაკი ლტოლვილი რომ ვიყავი, ოფიციანტად მუშაობა ჩემი ოცნება იყო. აუხდენელი. თავი რომ გამომეკვება და დედისთვის მომევლო (მამაჩემი ზვიადისტობის მოტივით გადახვეწეს ამ ქვეყნიდან), სწავლის პარალელურად, ყველაფრის კეთება მიწევდა. აბიტურიენტების მომზადებიდან დაწყებული (სუფთა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო), მშენებლობებზე აგურების თრევით და ვაგზალზე სხვისი ბარგის გადატანით დასრულებული. უწესიერესი მშობლები მყვადა, რომლებმაც, რაც მთელი ცხოვრება აგროვეს აფხაზეთში, ერთიანად დაკარგეს ყველაფერი და რა ვქნათ, შარლატანი მშობლების ფულებით თუ ვერ წავედი უცხოეთში, იქ რომ მესწავლა, ძლივს დამემთავრებინა, მერე რუსეთში გაუგებარი მანქანებით ფული მეშოვნა და ისევ ჩემი გზაზე დამყენებელი ამერიკა მეგინებინა.

მოკლედ, თქვენ თავზეც გავიარეთ ჩვენ, სოფლელებმა და ოფიციანტებმა, თქვე შეუმდგარო უმომავლო ქაჯებო“-წერს გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42