როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ენმ-მ პარტიული დანიშნულების შესახებ ისაუბრა, რომელიც მოხდა 4 თებერვალს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდოამზე.
“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე შეეხება არჩევნების დღის საჩივრების განხილვას, სააოლქო კომისიების მიუკერძოებლობას, ვისაუბრეთ იმ თემაზე და იმ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელთ, იმ პარტიული დანიშნულების შესახებ, რომელიც მოხდა 4 თებერვალს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდოამზე, სადაც ჩვენ რა ინფორმაციაც გავქვს, 74 წევრი 127-დან არის პარტიული ნიშნით დანიშნული", - განაცხადა ხათუნა გიოგორიშვილმა.
შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა, თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ქართული ოცნებაც ცდილობს ზეგავლენა იქონიოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ყველა დონეზე.
"პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის მსგავსად ქართული ოცნებაც ცდილობს ზეგავლენა იქონიოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, ყველა დონეზე. ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი ეს ცუდი სიგნალია ჩვენი პარტნიორებისთავის, თუ როგორ ვიწყებთ ჩვენ მზადებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ბრალდებებს უპასუხა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ.
ელისო ჩაფიძიემ პოლიტიკური ნიშნით ვინმეს განთავისუფლება გამორიცხა.
“იმ ადამიანების განაცხადებები, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე იყვნენ პარტიების მხრიდან წარდგენილნი საოლქო კომისიაში არ იყო განხილული, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია სწორედ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, პოლიტიკური ნიშნით არ მგონია, რომ მომხდარიყო ვინმეს განთავისუფლება, მითუმეტეს კანონი არ დაღვეულა და თუკი ესეთი ეჭვი გააჩნიათ, ადამაინებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ვენეციის კომისიის წევრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ჰქონდათ. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრის პარალელურად შენობის გარეთ ცესკოს ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები






