პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს ე.წ. პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები მივლენ.
ეკა ბესელიას კომიტეტზე მიწევულია ალეკო ელისაშვილი და სპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
„ეს ეხება კონკრეტულად პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირთა საკითხს, მეორე თემა ეხება ელისაშვილის ბოდვას, რომელშიც თავად გაეხვა. ელისაშვილს თუ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით კითხვა აქვს, მასაც იწვევენ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დღეს არ დაესწრებიან. მათი თქმით, ეს არის მცდელობა, რომ შეწყალების სკანდალური საქმე გადაიფაროს.
„ბესელიას არ უნდა სიმართლის დადგენა. აქ სერიოზული დარღვევებია და ფინნასური ინტერესებია, დღევანდელი შეხვედრაა ბესელიას მიერ გაკეთებული შირმაა,“- განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






