"ევროპის წევრობის მზაობა ჯერ კიდევ XI ს-ში გამოვთქვით, როცა პირველი ელჩი გავაგზავნეთ პარიზში"
პოლიტიკა - 13:54, 15 Feb, 2016     743
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ USA TODAY-მ მიუნხენის კონფერენციაზე მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუ ჩაწერა. თინათინ ხიდაშელი გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას ყურადღებას საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობის სურვილი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გამოთქვა. თავდაცვის მინისტრი ინტერვიუში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და აგვისტოს ომის მძიმე შედეგებზეც საუბრობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირში ინტეგრაციას ფეხბურთს ადარებს

შაბათს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ევროკავშირში საკუთარი ქვეყნის ინტეგრაცია ფეხბურთს შეადარა.

„საბჭოეთის დროს საქართველოს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავდა, თუმცა, ყველა მათგანი საბჭოთა კავშირისთვის თამაშობდა. მაშინდელი ეროვნული ნაკრების 11-დან დაახლოებით 8 ფეხბურთელი საქართველოდან იყო“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა “USA TODAY”-სთან ინტერვიუში.

„საბჭოთა კავშირის დატოვების შემდეგ (1989), ჩვენს გუნდებს ჰქონდათ არჩევანი, მონაწილეობა აზიურ ტურნირებში მიეღოთ, სადაც ყველაფერს მოვიგებდით. თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ ევროპის ჩემპიონთა ლიგაში გამოვსულიყავით. მიუხედავად დამარცხების დიდი ალბათობისა, ჩვენი სურვილი იყო, გვეთამაშა „მადრიდის რეალთან“ ან „ბარსელონასთან “ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ხიდაშელის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ საქართველო ამბიციური ქვეყანაა და მარტივი გზების ძიება არ აინტერესებს.

ჩემპიონთა ლიგა ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირია, სადაც ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების ტოპგუნდები ერთმანეთს კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის ეპაექრებიან. ქართულ გუნდს არასდროს მოუგია ეს ტიტული. ესპანურ „მადრიდის რეალს“ ჩემპიონთა თასი ყველაზე მეტჯერ - ათჯერ აქვს მოგებული.
ამგვარი შედარებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა და შეეცადა, აეხსნა, თუ რატომ სურს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, გაწევრიანდეს ევროკავშირის შენგენის ზონაში - უვიზო მიმოსვლის ზონა, რომელშიც ევროკავშირის 22 წევრი და 4 არაწევრი ქვეყანაა გაერთიანებული - მაშინ, როცა ბლოკის ზოგიერთმა სახელმწიფომ მიგრანტთა კრიზისის გამო, დროებით შეაჩერა შენგენის ზონაში ოპერირება.

საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ თინათინ ხიდაშელის განმარტებით საქართველო თავს ევროპულ ქვეყნად აღიქვამს.

„ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობისთვის მზაობა ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში გამოვთქვით, როცა პირველი ელჩი გავაგზავნეთ პარიზში. ჩვენ გვწამს, რომ კულტურულად ამ ოჯახის ნაწილი ვართ და სურვილი გვაქვს, ოფიციალურად გავხდეთ ევროპული გაერთიანების წევრი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„საქართველოს იმპერია“ 975 წელს შეიქმნა.
საქართველო უკვე 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუმცა წლებია რუსული გავლენისგან გათავისუფლებას ცდილობს. რუსეთის მარიონეტი სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გამო, მოსკოვმა 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია განახორციელა. 5-დღიანი კონფლიქტის დროს 170 ადამიანი დაიღუპა.

საქართველო ასევე ცდილობს, ნატოს წევრიც გახდეს. სამხედრო ალიანსმა მიმდინარე კვირაში მხარი დაუჭირა საქართველოს სურვილს, გახდეს გაერთიანების წევრი.

„გატარებული რეფორმებისა და საერთო უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით საქართველო ყოველდღიურად უახლოვდება ნატოს. ჩვენი ინტერესი საქართველოს მიმართ ძლიერია. ალიანსი ეხმარება საქართველოს, განამტკიცოს თავდაცვისუნარიანობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ რეფორმებს და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას" - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში.

საქართველოს პერსპექტივები ზაფხულში დაგეგმილ ნატოს ვარშავის სამიტზე უფრო მკაფიო გახდება. 1949 წლის შემდეგ ნატოს წევრების რაოდენობა 12-დან 28 ქვეყნამდე გაიზარდა.
სამმა სახელმწიფომ მოახდინა ნატოში გაწევრიანების დეკლარირება: ბოსნია-ჰერცოგოვინამ, საქართველომ და მაკედონიის - ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკამ. მონტენეგრომ ალიანსის წევრობაზე მიწვევა გასულ წელს მიიღო. მიღების პროცესი, სავარაუდოდ, ერთ წელს გაგრძელდება.

თინათინ ხიდაშელმა თავი აარიდა შეკითხვას, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შეეწინააღმდეგოს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. პუტინი უკრაინის გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგება.

„ეს მარტო ჩვენ არ გვეხება. ეს ყველაფერი რუსეთზე და დანარჩენ მსოფლიოზეა დამოკიდებული. ამჟამად რამე კონკრეტული ზეწოლა რუსეთის მხრიდან არ ხორციელდება.
ვფიქრობ, მოცემული მომენტისთვის ისინი უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით არიან დაკავებული ვიდრე საქართველოა, იქნება ეს სირია თუ სხვა მიმართულება. მაგრამ, თუ თქვენ ავტომანქანით გახვალთ თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე, ადვილად დაინახავთ რუსულ დროშებს და ტანკებს, რომლებიც დროდადრო სოფლებშიც შედიან. ესეც ზეწოლის ფორმაა. ისინი საქართველოში არიან და არ გვაძლევენ საშუალებას, დავივიწყოთ ეს ფაქტი,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42