ამერიკელ გენერლებთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა მიუნხენში, 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ყურადღება გამახვილეს მიმდინარე წელს საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაგეგმილ ორ სწავლებაზე - „ღირსეულ პარტნიორსა“ (“Noble Partner”) და „Agile Spirit 2016“-ზე.
როგორც გენერალ-ლეიტენანმა ჰოჯესმა აღნიშნა, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა - „ბრედლი“ და „აბრამსი“ შემოვა. ამერიკელი გენერლის თქმით, ამით წინასწარ დადგინდება, თუ რა ვადაშია შესაძლებელი რუმინეთიდან საქართველოში მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადმოსხმა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლობის საქართველოში ვიზიტზე, რომელიც გაზაფხულზე იგეგმება და ფოთის პორტის შესაძლებლობებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






