ევროპული მიმართულებით ნებისმიერი წარუმატებლობა პრორუსული ძალების მიერ იქნება გამოყენებული - პრემიერი
პოლიტიკა - 16:46, 14 Feb, 2016     1012
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში ვიზიტი შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ტრიბუნა მსოფლიო ლიდერებისთვის ქვეყნის დღის წესრიგის გასაცნობად გამოიყენა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, რომელთაც საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. გამოითქვა საქართველოს ხელისუფლებისადმი სრული მხარდაჭერა. ,,ევროპული დღის წესრიგის მიმართულებით ნებისმიერი წარუმატებლობა პრორუსული ძალების მიერ იქნება გამოყენებული“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს მონაწილეობას კონფერენციის თემატურ პანელზე, სადაც წარმოდგენილი იყო ბალკანეთის ოთხი ქვეყანა, რომელთაგან ორი ევროკავშირის წევრია. მისივე თქმით, პანელის მოდერატორი იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი და "თვითონ ფაქტი, რომ საქართველოს უკვე განიხილავენ ამ ქვეყნების რიგში, არის ძალიან დადებითი."

მიუნხენის ვიზიტის შეფასებისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატების შესრულებას, რაც მისი გამოსვლის მთავარი თემა იყო.

"ჩვენ ძალიან გვჭირდება ახლა საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის გარშემო. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ყველაზე მოკლევადიანი მიღწევა, რაც ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს არის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ უკვე შევასრულეთ. დადებითი ტექნიკური დასკვნა უკვე არსებობს და აქ უკვე საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაცია. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი განცხადება პანელზე, რომ არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი არ იყოს ასოცირებული მიგრანტების პრობლემასთან და სხვადასხვა უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციასთან, რომელიც დღეს რეგიონში გვაქვს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ჩვენი მხარდამჭერების კონსოლიდაცია იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი დაიდოს ამ კუთხით," - აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42