,,დაურეგისტირებელი მიწა, არ ნიშნავს უპატრონო მიწას“ - ,,თავისუფალი დემოკრატები“ მიწის რეფორმაზე
პოლიტიკა - 13:27, 14 Feb, 2016     2112
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონ-პროექტი რეალურად მიზნად ისახავს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას ჩამოართვას და მიისაკუთროს მიწები მთელი საქართველოს მაშტაბით - ამის შესახებ დღეს ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სულხან ღლინტის თქმით, დღეს საქრთველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ ჩაგდებული მიწის რეფორმის გამო, არ ფლობს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, როგორც მემკვიდრეობით მიღებულ ასევე სხვა ტიპის მიწებზე. ,,ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქართველოში დაურეგისტრირებელი მიწა, არ ნიშნავს უპატრონო მიწას“ - აცხადებენ ,,თავისუფალ დემოკრატებში“.

,,კანონის ის პროექტი, რომელიც წარმოადგინა ეკონომიკის სამინისტრომ გულისხმობს, რომ ყველა ის მიწა, რომელზეც არ არის საკუთრების უფლება გაცემული, ან არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული გადაეცეს სახელმწიფოს.

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს 400 ათასზე მეტ მოქალაქეს ხელისუფლება ჩამოართმევს მიწას.

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ 2012-ი წლის სარჩევნო დანაპირები შეასრულოს და განახორციელოს მიწის რეფორმა, რომელიც დღემდე საქრთველოში პრაქტიკულად არ ჩატარებულა, ხელისუფლება წავიდა უსამართლო გზით და მოქალაქეების საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე იტაცებს ქონებას.

კანონის პროექტში ასევე წერია, რომ ხელისუფლება ერთი წლის განმავლობაში უტოვებს დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგინონ საკუთრების დამადასტრებელი დუკომენტაცია და ერთი წლის მანძილზე იღებს ვალდებულებას არ გაასხვისოს მიწების ის ნაწილი, რომელსაც ზემოაღნიშნული კანონით დაირეგისტრირებს“ - აღნიშნავს ღლონტი.

,,თავისუფალი ცემოკრატები“ აცხადებენ, რომ თუ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გაიზიარებს ეკონომიკის სამინისტროს ხედვებს ეს ნისნავს იმას, რომ სახელმწიფო ხდება დაინტერესებული მხარე მოქალაქეებთან დავაში, ,,ეს კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას იმ რეალობის გათვალისწინებით როცა სახელმწიფომ უკვე ორჯერ, სხვადასხვა წლებში თავისი არაეფექტურობის გამო ჩააგდო მიწის რეფორმა“ - ამბობს ღლონტი.

,,მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო თითქოს და დახვეწის მიზნით აგრძელებს კანონპროეტზე მუშაობას, ცვლილებების ინიცირება ამ ფორმით არსშივე ეწინააღმდეგება, როგორც საკუთრების უფლების, ასევე უძრავი ქონების ბაზრის განვითარების პრინციპებს.

ჩვენ თავისუფალი დემოკრატები მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიჩინოს პოლიტიკური ნება შეასრულოს წინასაარჩევნო დანაპირები და განახორციელოს მიწის რეფორმა, სადაც პრიორიტეტი მოქალაქე და მისი საკუთრების უფლება იქნება“ - აცხადებენ ,,თავისუფალი დემოკრატები“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42