ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპული გზისა - კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 13:04, 14 Feb, 2016     594
ჩვენთვის აუცილებელია, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ იყოს დაფასებული, რათა შევინარჩუნოთ საზოგადოების ერთიანობა და კონსოლიდაცია ევროპული ღირებულებების გარშემო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თემატურ პანელზე ''სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ.“

დისკუსიის მოდერატორის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის შეკითხვის საპასუხოდ, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნები და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი კიდევ ერთხელ განმარტა.

“ჩვენ ვმუშაობთ ქართული საზოგადოების კონსოლიდაციაზე ევროკავშირთან დაკავშირებული მიზნების გარშემო. მაგალითად, ვიზების ლიბერალიზაცია: ჩვენ წარმატებით შევასრულეთ სამოქმედო გეგმის ყველა ტექნიკური მოთხოვნა, საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება არც იყოს პოპულარული ტრადიციულ საზოგადოებაში. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ ამ ძალისხმევის აღიარებას,” - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე უპასუხა შეკითხვას: რატომ არის ევროპა მიმზიდველი საქართველოსთვის? მისი თქმით, საქართველო აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და აქვს მხოლოდ ერთი ალტერნატივა - ევროპული მომავალი.

“ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა, ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა ევროკავშირთან დაახლოებისა, ევროპული ღირებულებების შესისხლხორცებისა და ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური დემოკრატიის აშენებისა. სწორედ ამიტომაც არის ჩვენთვის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი თანმიმდევრულობისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად. ეს არის ჩვენი გზავნილი, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც თავისუფალი ვაჭრობა შეუძლებელია, თუ საქართველოს მოქალაქეებს, ქართველ ბიზნესმენებს არ ექნებათ ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ეს ჩვენ მიერ აქამდე მიღწეული წარმატებების იდეალური გაგრძელება იქნება,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42