,,არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველო თანმიმდევრულია ევროინტეგრაციის პროცესში“ - კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 13:02, 14 Feb, 2016     1140
თუ მკითხავთ, რაში მდგომარეობს ევროპის სამომავლო პერსპექტივა, გიპასუხებთ, რომ ის მდგომარეობს საერთო მიზნისა და საერთო მომავლის გარშემო კონსოლიდაციაში. ხოლო საქართველო არის ამ საერთო მომავლის ნაწილი, რასაც საფუძვლად უდევს საერთო ისტორიული წარსული და კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თემატურ პანელზე - "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიუნხენის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილის მომავალზე გააკეთა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ქვეყანა, როგორც ისტორიულად, ისე კულტურულად.

“საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს და გვაქვს სერიოზული ამბიციები ამ მხრივ: პოსტსაბჭოთა ინსტიტუტების ტრანსფორმაცია ევროპულ ინსტიტუტებად, საქართველოს პოლიტიკური სტანდარტების მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, ასევე უვიზო მიმოსვლა, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ, იმედია, მალე გვექნება. საქართველომ უკვე დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ევროპულ მომავალს ვაშენებთ საერთო ისტორიისა და საერთო ხედვის საფუძველზე,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველო თანმიმდევრულია ევროინტეგრაციის პროცესში.

“ჩვენ წინაშე დგას მთელი რიგი გამოწვევები: ტერიტორიებზე კონტროლის დროებითი დაკარგვა, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა; რეგიონში ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი საქართველოს ხვალინდელი დღისადმი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ქვეყნის სისტემურ და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე იმედის თვალით შევყურებთ ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის შემდგომ განმტკიცებას, რითაც დავაკავშირებთ ევროპასა და აზიას, ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს, ირანის ჩათვლით, რომელსაც გაუჩნდა მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობის პერსპექტივა,” - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში, რეგიონის უსაფრთხოებაში და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში.

დისკუსიას, რომლის განსახილველი თემა იყო “სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ’’, მოდერატორობას უწევდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: მაკედონიის პრეზიდენტი გიორგე ივანოვი, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი, კოსოვოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ისა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42