,,უცხოეთში სიმწრით ფულს ვშოულობ და ჩამომაქ რომ სკოლა დავაფინანსო. ვშოულობ უცხოეთში, რომ აქ ბავშვები წესიერად გაიზარდნონ. მეტი საქმე არ მაქვს გიგაურს და თამუნას ვეფარიკავო? ხომ გეუბნებოდით, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს თუ მიაღებინეთ, მერე ერთსექსიანზე გადავლენ, ხომ გეუბნებოდით?
პირადი ჰიგიენის დაცვა უნდა ასწავლონ ბავშს სახლში. ეს სამოქალაქო განათლება რომ შემოაქვთ, აჩოჩენებნ ნამდვილ განათლებას. ეს ყველაფერი შემოდის ფიზიკის, ქიმიის, სპირტის, ხელოვნების და ა.შ. საგნების ხარჯზე. მე მინდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ წარმატებულები და ამისათვის უნდა იცოდნენ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და აი, ამის ხარჯზე შემოაქვთ ეს საგანი. თამუნა და მისი მოაგილეები ასეთ სისულელეებს არ უნდა ნერგავდნენ.
გინდათ ეს საგანი, მაშინ გვყავს ძმაო, მეცნიერებათა აკადემია... თამუნდა იყო ძალიან კარგი ფინანსური მენეჯერი ჯიპა-ში. ვინმე ეკითხება მეცნიერებათა აკადემიას რამეს? ვინმემ მიიწვია. კაი ეკლესიის თუ გეშინიათ, როგორც ცეცხლის, დაპატიჟეთ მუსულმანები, იუდეველიები, კათოლიკები და ჰკითხეთ მათაც.
განათლების მინისტრი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. საუბარია პეტიციაზე, რომელიც ლევან ვასაძის მეირ არის შემუშავებული და რომელიც ეწინააღმდეგება სკოლებში ახალი საგნის ,,სამოქალაქო განათლების“ შეტანას. პეტიციას საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმაც მოაწერეს ხელი, თუმცა მოგივიანებით მათ აღნიშნეს, რომ არ ჰქონდათ დეტალურად წაკითხული. თამარ სანიკიძე ამბობს, რომ სახელმძღვანელო, რომელზეც პეტიციაშია საუბარი, სასწავლო გეგმაში არ განიხილება.
მასალის გამოყენების პირობები






