,,მინისტრი იტყუება! გიორგი მარგველაშვილმა თავიც დაიღუპა და თამუნაც დაღუპა“ - ვასაძე სანიკიძის წინააღმდეგ
პოლიტიკა - 20:54, 13 Feb, 2016     5710
განათლების მინისტრი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. საუბარია პეტიციაზე, რომელიც ლევან ვასაძის მეირ არის შემუშავებული და რომელიც ეწინააღმდეგება სკოლებში ახალი საგნის ,,სამოქალაქო განათლების“ შეტანას. პეტიციას საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმაც მოაწერეს ხელი, თუმცა მოგივიანებით მათ აღნიშნეს, რომ არ ჰქონდათ დეტალურად წაკითხული. თამარ სანიკიძე ამბობს, რომ სახელმძღვანელო, რომელზეც პეტიციაშია საუბარი, სასწავლო გეგმაში არ განიხილება.

განათლების მინისტრს ლევან ვასაძემ ,,იმედის“ ეთერში უპასუხა.

,,წარმოგიდგენიათ, მინისტრი იტყუება! მე მერიდება ამის თქმა, მაგრამ რახან თქვა, რომ ჩვენ ვიტყუებით, მაშინ მე სხვა გზა არ დამრჩენია. თამუნა მე ძალიან მიყვარს, არის კარგი და მშვენიერი გოგო, გიორგი მარგველაშვილმა თავი დაუღუპა, როცა პოლიტიკაში წავიდა, ვეუბნებოდი არ წახვიდეთქო და ეს გოგოც დაღუპა.

სახელმძღვანელო არ არის შემუშავებული, ეს არის სტანდარტი. ეხლა რაც დევს სამინისტროს ვებგვერდზე ამოწმენდილია ამ უმსგავსობებისგან, მაგრამ რაც იყო პირველ ვერსიაში, ამობეჭდილი მაქვს, შერეკილებში რომ არის ხომ იცით -აქედან ვერ წაშლითო...

პირველ ვერსიაში ეწერა, რომ ბავშვბეს უნდა ათამაშონ ეროვნული უმცირესობების თამაშები რომ მათ გაუჩნდეთ სიმპათია უმცირესობების მიმაართ. იმავე ვერსიაში ეწერა,რომ ბავშვმა უნდა მოყვეს რატომ ვერ უგებენ ოჯახში უფროსები, იმავე ვერსიში ეწერა, რომ ბავშვა უნდა უთხრას მშობელს რატომ არ იცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ერთი შეხედვით თიქოს არაფერია...“ - აცხადებს ლევან ვასაძე და იქვე დასძენს, რომ მან იცის ამ პროგრამის დამკვეთების ვინაობა. ვასაძე ამბობს, რომ ის სანიკიძესაც ესაუბრა.

ლევან ვასაძის თქმით, სახელმწიფოს საქმე არ არის ბავშვების აღზრდა. ბიზნესმენი თვლის, რომ ბავშვი ოჯახში უნდა აღიზარდოს, ხოლო მორალი კითხვა სახელმწიფოს მხრიდან ბოლშევიკური მეთოდია

,,ჩემეთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დევს ეხლა იმ ვებგვერდზე. 10-დან მიდიან სამსახურში და მარტო მაგას ჩალიჩობენ. ამის ამოწმენდა მოხდა სამინისტროს თანამშრომლების მიერ. მაგათ ეხლა გრანტი აქვთ მიღებული, ფული შეჭმული და უნდა ანახონ, რომ ეს საგანი შემუშავდა. სახელმწიფოს საქმე არ არის ბავშვების აღზრდა, ეს არის ოჯახის საქმე და როგორც კი სახელმწიფო იღებს თავის თავზე მორალის უფლებას, ეს დაუშვებელია. სკოლა უნდა აძლევდეს ბავშვს განათლებას. სახელმწიფოს საქმე არის შეაგროვოს გადასახადები, დააგოს გზები და რაც შეიძლება ნაკლები მოიპაროს. როგორც კი მორალის საკითხზე გადადის, ეს არის ბოლშევიკების მეთოდი" -განაცხადა ლევან ვასაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42