„რეალურად ხდება ის, რომ მაშინ, როდესაც ბათუმი მიჰქონდა წყალდიდობას, ქობულეთში იყო დიდთოვლობა იყო გაუწმენდავი გზები, ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოსულა აჭარაში და არ უკითხავს არცერთი მოქალაქის ბედი. მხოლოდ და მხოლოდ ჩამოვიდა დღეს და მოიკითხა მის საკუთრებაში გადასაცემი ხეები. ამასთანავე მან აღიარა და განაცხადა, რომ არ არსებობს ამის დოკუმენტაცია და არსებობს ვიდეო მასალა, სადაც აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში შეჩერდება სამუშაოები მანამ, სანამ არ მოაწერს მთავრობა ხელს, მაშინ ისმის კითხვა ის ოთხი ადამიანი იყო თუ არა უკანონო პატიმრები, რომელიც დაიჭირეს და ვინ უნდა აგოს პასუხი მათ უკანონო თავისუფლების აღკვეთაზე მთავრობამ, ადიკო ივანიშვილმა რომელიც არის რეალურად აჭარის მმართველმმა თუ ამ ქვეყნის რეალურმა და პრაქტიკულმა მმართველმა“ -განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






