აფხაზეთის ე.წ. უშიშროებას NATO-ში საქართველოს გაწევრიანება აშინებს - ,,ეს არის შანსი, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხ. ოსეთი“
პოლიტიკა - 13:52, 13 Feb, 2016     3003
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომლის თანხმადაც ალიანსის გენ. მდივანმა რუსეთს მოუწოდა, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარების შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ეხმაურება.

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა" - განაცხადა მუჰამედ კილბამ "სპუტნიკ-აბხაზიასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება - ეს არის კარგი შესაძლებლობა, დასავლეთის მხარდაჭერით აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.


"აღნიშნული ფაქტი პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. რუსეთის ფედერაციამ, 2008 წლის აგვისტოში ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება არც დღეს და არც ხვალ" - განაცხადა კილბამ.

მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება" სტაბილურობის დამატებითი გარანტი გახდა.

"იმ მოვლენების ფონზე, რომელიც ხდება საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაწევრიანების გზაზე და იმ მძიმე პირობების ფონზე, რომელშიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აღმოჩნდა, ნათელი ხდება, რომ "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების" ხელმოწერა ჩვენი დამატებითი დაცვა და სტაბილურობის გარანტია გახდა. აქ იგულისხმება ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მკაცრად აკრიტიკებდნენ" - განაცხადა კილბამ.

მისივე თქმით, საქართველო რომ ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება და ალიანსი ამაში დაეხმარება, ამის შესახებ ექს-გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენიც აცხადებდა. კილბას თქმით, ამჟამინდელი გენერალური მდივანიც იგივე ხაზს მიჰყვება.

"როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, თბილისს ხშირად სტუმრობენ ნატო-ს მაღალი რანგის წარმომადგენლები და პირობას დებენ, რომ საქართველო მალე ამ "დიდი ოჯახის" სრულფასოვანი წევრი გახდება“ - დასძინა კილბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, რუსეთის ფაქტორს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან „2008 წლის მოვლენების შემდეგ, სწორედ რუსეთის ხელშეწყობით ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო ალიანსის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერ მზად არ არის და მაპ-ის მინიჭება განუსაზღვრელი ვადით გადადეს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42