პარიზში ვიზიტად მყოფმა თბილისის მერმა ადგილობრივი დემოკრატიის პროგრესსა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა
პოლიტიკა - 12:01, 13 Feb, 2016     952
თბილისის მერი დავით ნარმანია პარიზში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო.

კონგრესის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ამ ეტაპზე საქართველო პოსტ-მონიტორინგის ფაზაში იმყოფება, რაც მონიტორინგის დასკვნების მიხედვით გაკეთებული რეკომენდაციების შესრულებაზე დაკვირვებას და თანამშრომლობას გულისხმობს.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარე თანამშრომლობისთვის ყველა დონეზე მზადაა. კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა 2015 წლის დეკემბერში საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და მას საქართველოსა და კონგრესს შორის დიალოგში წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. საუბარი, ასევე, შეეხო გზამკვლევს, რომელსაც ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად მოაწერა.

ჟან-კლოდ ფრეკონის თქმით, საქართველოში ვიზიტად ყოფნის დროს, ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის შესახებ მთავარ პროკურორსაც შეხვდა, სადაც ყველა კითხვაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. კომიტეტის სხდომაზე კონგრესის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე პროცესები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კონგრესის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. კერძოდ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროქარტიის 6.4 და 9.6 მუხლების რატიფიცირება და ფისკალური გათანაბრების გაუმჯობესება მეტი ფინანსური დამოუკიდებლობისათვის. მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებების ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდება, რადგან მისი როლი უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში.

რაც შეეხება თბილისის ყოფილი მერის საქმეს, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოები თავისუფალია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წნეხისგან. მისივე თქმით, სასამართლოსა და კანონის წინაშე თანასწორობას საქართველოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ეს ყველაფერი 2012 წლიდან განხორციელებული რეფორმების მთავარ შედეგს წარმოადგენს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით აღებული ვალდებულებების დაცვას და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას აკვირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42