ვიმედოვნებთ, რომ დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე ლევილის შატო საქართველოს გადმოეცემა- წულუკიანი
პოლიტიკა - 11:29, 13 Feb, 2016     1406
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის თაობაზე პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან შეხვედრაზე პარიზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძესთან ერთად იმყოფებოდა. სხდომას პირველი ქართული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები ესწრებოდნენ, რომლებსაც მინისტრმა საჩუქრად იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მასალების მიხედვით მომზადებული მაღალპოლიგრაფიული ალბომები და კალენდრები „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გადასცა. თეა წულუკიანის თქმით, ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილის, ა. ჩხენკელის, ე. გეგეჭკორისა და ს. ფირცხალავას ოჯახებთან მუშაობა ლოგიკური დასასრულისკენ მიდის.

„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან ერთად ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შატოს გადმოცემის საკითხი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება და მე მჯერა, რომ ქართველი სახელმწიფო მოღვაწეებისა და პოლიტიკური დევნილების შთამომავალი ოჯახების წარმომადგენლები საფრანგეთში, თავის მხრივ, ასევე, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი წინაპრების სურვილი შესრულდეს და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წელს ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდება. ამ ოჯახებს მადლობა ეკუთვნით დღემდე გაწეული ძალისხმევისა და შატოს შენარჩუნებისათვის“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ პარიტეტული კომისიის მუშაობის შედეგად გადაწყდა შატოს აღდგენა და მოწესრიგება. წინა სხდომაზე ხელი მოეწერა ოქმს, რომლის თანახმადაც, ვერსალის შატოს არქიტექტორების, საფრანგეთში ცნობილი პეიზაჟისტებისა და მებაღეებისაგან შექმნილი ჯგუფი მუშაობას დაიწყებს და წარმოადგენს პროექტს ლევილის შატოს მომავალი ბედის შესახებ. პარიტეტული კომისიის სურვილია, რომ ლევილის შატოში ქართული აკადემია გაიხსნას ქართველი ხელოვანებისა და ისტორიკოსებისათვის, ისეთივე, როგორიც არსებობს ფრანგული აკადემიის სახით რომში ვილა მედიჩის კედლებში. ამგვარი პროექტის პროგრამირებისა და შესაბამისი ექსპერტიზების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ სექტემბერში 107.000 ევრო გამოყო. სხდომაზე განხილულ იქნა ყველა ის პროექტი, რომლებიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სხვა სამინისტროების მიერ პირველი რესპუბლიკის ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ხორციელდება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოსცა საქართველოს ეროვნულმა არქივმა ალბომი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, სადაც თავმოყრილია ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური მასალები. დოკუმენტები პირველი რესპუბლიკის პროგრესულ იდეებსა და ისტორიას აღწერს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ალბომში შესული მასალები ამავე სახელწოდების გამოფენების სერიაში გააერთიანა, რომლებიც თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში გამოიფინა; მომავალ თვეს კი ზუგდიდის მოსახლეობას ექნება საშუალება, 1918-21 წლების საქართველოს უნიკალურ ისტორიულ მემკვიდრეობას გაეცნოს.

ოჯახებთან შეხვედრას, დევნილი მთავრობის შთამომავლების გარდა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე და პარიტეტული კომისიის წევრი, საქართველოს დესპანი გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ.

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პარიტეტულ კომისიაში საქართველოს დელეგაციას სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ხელმძღვანელობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42