ცივილიზებული სამყარო ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ესაა ISIS - ი და რუსეთი - ხიდაშელი
პოლიტიკა - 21:04, 12 Feb, 2016     1669
"ცივილიზებული სამყარო, პრაქტიკულად, შეთანხმებულია, რომ ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს არის ისლამური სახელმწიფო და რუსეთი "- ამ განცხადების ავტორი საქართველოს თავდაცვის მინისტრია, რომელიც თინა ხიდაშელმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს.
"მიუნხენის კონფერენციაზე დილიდან დაიწყო სესიები და დიდი დრო ეთმობა მსოფლიოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, პრაქტიკულად, შეთანხმებულია, რომ ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს არის ისლამური სახელმწიფო და რუსეთი. როდესაც კონტექსტი ასეთია, ბუნებრივია, ჩვენთვის, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ კონფერენციაზე აქტიურობა და ყველა იმ საკითხის დეტალებში წარმოჩენა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია"- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში იკრიბებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები, აკადემიკოსები. კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია: ევროპის პასუხი ლტოლვილთა კრიზისზე, სირიაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების წესრიგი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42