„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“- „თავისუფალი დემოკრატები" მიშველაძის გათავისუფლებაზე
პოლიტიკა - 20:04, 12 Feb, 2016     1272
ირაკლი ალასანიას გუნდი „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან “ ეკა მიშველაძის გათავისფლებას დაუშვებლად მიიჩნევს. აღნიშნულ ფაქტზე "თავისუფალი დემოკრატები" განცხადებას ავრცელებენ.
"ჩვენთვის, ‘’თავისუფალი დემოკრატებისთვის’’ ყოვლად მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ეკა მიშველაძის გათავისუფლების ფაქტი. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგი უკავშირდება პარტია ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ იქნა გამოთქმული მოსაზრება, რომ ოპოზიციონერის მეუღლეს არ შეუძლია პოლიტიკური თოქ-შოუ მიყავდეს. სწორედ ეს არის დევნა პოლიტიკური ნიშნით და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ამასთან ერთად ეკა მიშველაძის გათავისუფლება შემადგენელი ნაწილია ხელისუფლების მხრიდან დაწყებული მედია სივრცის გაკონტროლების მცდელობისა. ხელისუფლების სურვილი გააკონტროლოს მედიასივრცე ნათლად გამოვლინდა ეკა მიშველაძის, ინგა გრიგოლიას, ტელეკომპანია ‘’რუსთავი ორის’’ და ''მაესტროს'' შემთხვევაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ხდება საარჩევნო წელს და იმის ფონზე, რომ პრემიერმინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას გამჭვირვალე და სამაგალითო არჩევნების ჩატარებას პირდება. მედიის შეზღუდვა კი წინასაარჩევნოდ საარჩევნო გარემოს შეზღუდვას ნიშნავს. თუკი სახელმწიფომ ასეთი ზეწოლა გააგრძელა დაზიანდება, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალი ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი" - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42